0:50
* * *
"ლესტერ სიტი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის შემდეგ, პირველ ოთხ მატჩში კარი "მშრალად" შეინახა.
ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა და აქედან 42 შეხვედრაში მან კარი "მშრალად" შეინახა. ჯიჯიმ 95 გოლი გაუშვა და 4 პენალტი მოიგერია. (მიმდინარე ლიგაზე 32-ე დარტყმის მერე გაუშვა გოლი.)
2 ნოემბერს 10 წელიწადი და 1 დღე გავიდა მას მერე, რაც იგორ აკინფეევი ჩემპიონთა ლიგაზე კარის "მშრალად" შენახვას ვერ ახერხებს. 2006 წლის 1 ნოემბერს ცსკა "არსენალს" უგოლოდ დაუზავდა და მაშინ 20 წლის აკინფეევმა ზედიზედ მეექვსედ შეინახა კარი მშრალად. თუმცა, მას მერე მან უკვე 40 მატჩი ჩაატარა ლიგაზე და გოლი ყველა შეხვედრაში გაუშვა.
"ტოტენჰემმა" "უემბლიზე" გამართული ბოლო 5 მატჩი წააგო: 2 ასოციაციის თასზე, 1 ლიგის თასზე და ორიც ჩემპიონთა ლიგაზე. (მაგრად შეარჩიეს სტადიონი

)