შობას გილოცავთ, მრავალს დაესწარით შობის მადლი გფარავდეთ და გეწეოდეთ! გამარჯვებები და წარმატებები იუვეს!
ტროლი არა ვარ და არც სხვა არაფერი.. არც განვრცობა და კუდების მობმა არ ღირს ამაზე. საკითხზე შეხედულება გამოვთქვი და ეგ იყო.
გავაგრძელოთ იუვეს ბალეშიკობა
მაქსიმალურად ვეცდები რელიგიასთან დაკავშირებული პოსტები აღარ დავდო.
ისეკი ქრისტიანი ვარ და მწამს, ამის აღიარება არც "მიტყდება". ნუ ეხლა უაზრო ტრაბახიც მიუღებელია ამით. მაგრამ ეს არავის არ უნდა "უტყდებოდეს" პირიქით სიტუაციის შემთხვევაში ამის დაფიქსირება..
ხო, ამ ერთხელაც ერთ საინტერესო წიგნიდან მოვიყვან ამონარიდებს, რადგან არც არაფერს დააშავებს და შეიძლება ბევრი დააფიქროს ფორუმზე სანამ რამეს დაწერს, სულ ეს არი
***
წმიდა წერილისა და წმიდა მამათა სწავლებებზე დაყრდნობით ვასკვნით, რომ ჩვენში დაბადებული აზრების დიდი ნაწილი მოდის კოსმოსური იმიერსამყაროდან - ღვთისაგან, ანგელოზებისა და წმიდანებისაგან, ან ჩვენი მტრების - სატანისა და ბოროტი სულებისაგან.
წმიდა იოანე კრონშტადტელი წერს: „ბუნებრივ მდგომარეობაში, ჩვენში გაჩენილი ნათელი აზრების წყარო მფარველი ანგელოზი და სულიწმიდაა; უწმინდური, ბნელი აზრები კი ჩვენი დასნებოვნებული არსებისა და ეშმაკისგანაა“. ამიტომ წმიდა მამები გვირჩევენ, გავერკვეთ გაჩენილი აზრების წარმომავლობაში - მფარველი ანგელოზისგანაა ისინი თუ ბოროტი სულისაგან.
ღირსი პეტრე დამასკელი წერს: „არსებობს სამგვარი წარმომავლობის ზრახვა:
ადამიანური, დემონური და ანგელოზური. ადამიანური ზრახვა მეხსიერებაში ჩარჩენილ მოვლენებს უკავშირდება. დემონური ზრახვა უფრო რთულია და აერთიანებს უკეთურ აზრებსა და სხვადასხვა ვნებას: ბოროტ მიდრეკილებებს, სიძულვილს, გულღრძოობას, განკითხვას და ასე შემდეგ.
როგორ ამოვიცნოთ ეს? ამ კითხვაზე ღირსი ბარსანოფ დიდი პასუხობს: დემონებისაგან მოსული ზრახვები აღსავსეა მღელვარებითა და შფოთით, ისინი ადამიანში ფარულად და მზაკვრულად შემოდიან, რამეთუ მტრები ცხვრის ქურქში ეხვევიან ხოლმე და უბოროტო გულებს იმით ინადირებენ, რომ თავს კეთილად მოაჩვენებენ.
მოსმენილზე, ნანახზე, გაფიქრებულზე ოდნავადაც რომ შეგიშფოთდეს გული, იცოდე, რომ ყოველივე ეს ბოროტ სულთაგან მომდინარეობს“.
სხვაგან იგი ამბობს: „ყოველგვარი ზრახვა, რომელსაც წინ არ უძღვის მორჩილების სიმშვიდე, ღვთისაგან არაა. უფალი ჩვენი მხოლოდ სიმშვიდით გვსტუმრობს; ყოველივე მტრული შფოთითა და ამბოხით მოდის“.
უფლის ანგელოზმა ასე აუხსნა წმიდა ერმს კეთილი და ბოროტი ანგელოზის მოქმედება: „კეთილი ანგელოზი წყნარია, მოკრძალებული, თვინიერი, მშვიდი. როცა ის შემოდის გულში, ჩაგვაგონებს სამართლიანობას, გონიერებას, სიწმინდეს, შემწყნარებლობას, სიყვარულს და ღვთისმოსაობას...
ბოროტი ანგელოზი ანჩხლია, ბრაზიანი და უგუნური... როცა მრისხანება, ან ჯავრი შეგიპყრობს, იცოდე, რომ ის შენშია; ასევე, როცა გულში შემოგეპარება უთვალავი სურვილი: კეთილგანწყობილი გარემოს მოწადინება, სხვათა ცოლების ნდომა, სიამაყე, თავმოწონება, გულზვიადობა და ასე შემდეგ, იცოდე, რომ შენში ბოროტი ანგელოზი სახლობს“.
წიგნიდან "როგორ ვებრძოლოთ უკეთურ აზრებს"
This post has been edited by არჩილჲ on 7 Jan 2017, 19:36