ახალი ლოგო როგორც წარსულთან გამომშვიდობება და სხვა სამყაროში გადასვლა
სანამ ახალ ლოგოზე დავწერდე, მინდა ორიოდ სიტყვა ძველ ლოგოზეც ვთქვა
ძველი ლოგო - ოვალში ჩახატული შავ-თეთრი ფერები, დაწერილი იუვენტუსი და ტურინის სიმბოლო ხარი.
არაფერი რთული, გადამლაშებული - ფორმის ფერები არის - შავ-თეთრი, იუვენტუსი წერია, ქალაქის სიმბოლო არის
გამეორება გამომივიდა, მაგრამ . . . . სერიალში ოვალში ჩასმული ლოგოები აქვს სხვა გუნდებსაც - მილანი, კალიარი,
ბოლონია, ატალანტა . . . სიენა, რომელსაც ვერ გაარჩევ იუვეს ლოგოსგან. და თუ დავაკვირდებით თანაქალაქელი
კლუბის ტორინოს ლოგოს დავინახავთ, რომ იუვეს ოვალში ჩახატული ხარი მათ ლოგოზეც არის. რა გამოდის, რომ
ხარზე არ გვაქვს ექსკლუზივი, ოვალზე არ გვაქვს ექსკლუზივი, ლოგოში ჩაწერილ სახელზე არ გვაქვს ექსკლუზივი.
მაგრამ, როდესაც თითქმის საუკუნე უყურებ შენი კლუბის ლოგოს რა თქმა უნდა ყველაზე ლამაზი, ყველაზე
კარგი და მეტიც . . . საუკეთესო გგონია. და გიყვარდება. და ობიექტურად მართლაც გამორჩეული ლოგო იყო.
საერთოდ საოცარია ლოგო რატომ უნდა გიყვარდეს

მაგრამ მასთან ასოცირდება შენთვის ყველა ემოცია,
აბა ჯიჯის ბიძაშვილი არ ხარ და ანიელის ძმაკაცი. ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის კლუბს ლოგო წარმოადგენს.
ხოდა მესმის, კარგად მესმის იმ ხალხის ვისაც არ მოსწონს ახალი ლოგო, ან აგინებს და იძახის ძველი ლოგო დააბრუნეთ ფარჩაკებოო
რაც შეეხება ახალ ლოგოს
გავიდა 100 წელზე მეტი და უამრავი ცვლილება მოხდა სამყაროში, მათ შორის საფეხბურთო სამყაროშიც.
იუვემ ააშენა ახალი სტადიონი, რომელსაც ვერ წარმოიდგენდა თუნდაც 30 წლის წინ.
ფეხბურთი გავიდა ახალ, აქამდე უცნობ ქვეყნებში - შტატები, აზია, საუდის არაბეთი.
ტელევიზიებიდან შემოვიდა მეტი შემოსავალი, გაჩნდა ინტერნეტი. ტელევიზია ადრეც არსებობდა,
მაგრამ სხვა ფორმატის, სხვა ესე ვთქვათ ჯიშის.
სალეტევიზო გადაცემების დროს გინახავთ ალბათ
JUV - 3-2 INT
ახლა მხოლოდ ლოგოც რომ დაიდოს დაწერა აღა იქნება საჭირო,
ტექნოლოგიურად მომგებიანია,
მარკეტინგულად მომგებიანია
ინტერნეტი, ქუჩები, ფორმუები - ყველა ამას არჩევს.
და მათ შორის ისეთებიც, ვისაც იუვე კი არა ფეხბურთის არსებობა არ გაუგონია არასოდეს.
ხოო, რად გვინდა ისეთი ხალხი ვისაც ფეხბურთიც არ გაუგონია რომ იუვეს ახალ ლოგოს არჩევდნენ,
რა სარგებელს მ,ოუტანს ეს თითქოს. ბევრს არაფერს - ცნობადობას გაზრდის, ცნობადობა კიდევ
პოპულარობის საწინდარია, პოპულარობა კიდევ ფულია და 200 000 ევრო, რომელიც ახლა
გადაიხადეს ამ ლოგოში ეს მიზერული თანხა იქნება იმ რეკლამასთან და თანხასთან შედარებით
რაც დაიხარჯა.
რას გვეუბნება ახალი ლოგო - ახალი ლოგო გვეუბნება, რომ დაინახავ J -ს იგულისმება იუვენტუსი.
არა იანვარი, არა ხორხე ლორენცო, ან ჯასტინ ბიბერი, და არც იესო - არამედ მხოლოდ და მხოლოდ იუვენტუსი.
ლოგო ერთი შეხედვით მარტივად არის გადაწყვეტილი, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე.
არ არის, მაგრამ ფარში ჩახატული J იკითხება, თან ისე იკითხება, რომ ვერ არჩევ რომელი ზოლია
აქ J და რომელი არა.
პირველი თეთრი, მეორე შავი თუ მესამე თეთრი.
და თუ ლოგოს სარკისებურად დავხატავთ
პირველი შავი, მეორე თეთრი და მესამე შავი.
ამდენი შავ-თეთრისგან იუვეს ფანი არ დაიბნევა, მან კარგად იცის რომ ეს იუვეს დნმ-ია
კიდევ რამეს ხომ არ გვეუბნება ეს ლოგო შევხედოთ. შევხედეთ და გვეუბნება რომ იუვენტუსმა,
მართალია ლოგო შეცვალა, განახლება გააკეთა მაგრამ ის ისევ იმ ფესვებზე დარჩა, რომლებზეც
ათეულობით წლებია დგას. და სად დავინახეთ ეს ?
როგორც ვიცით ანიელების ოჯახი, იუვეს გარდა ფლობს ფიატის კონცერნსაც.
((ნუ ფიატის შემადგენლობაში რამდენი რა შედის არ გვინდა ამაზე)), მაგრამ ძირითადი
არის ფიატი.
ფიატის ახალ ლოგო და იუვეს ახალი ლოგოს შრიფტი არის ერთი და იგივე.
შეიძლება ეს დამთხვევაა, თქვან ვიღაცეებმა, მაგრამ შემთხვევით დიზაინერულ სფეროში
არაფერი არ ხდება.
კიდევ რას გვეუბნება ახალი ლოგო
როგორც ზემოთ ავღნიშნე ძველ ლოგოს ოვალში ჩახატული იყო ტურინის სიმბოლო ხარი.
ხარის გაქრობით იუვემ განაცხადა -
ჩვენ აღარ ვართ მხოლოდ ტურინის იუვენტუსი,
ჩვენ აღარ ვართ მხოლოდ იტალიის კლუბი
ჩვენ ვართ იუვენტუსი !
((სხვა კუბების მაგალითზე რომე ვთქვათ რეალმა რომ მოაცილოს გვირგვინი გამოვა რომ უარს ამბობენ სამეფო კლუბობაზე,
ან რაღა შორს წავიდეთ - ბარსამ რომ ლოგოში კატალონიის ფერები ლურჯზე შეცვალოს, გამოვა რომ უარს ამბობენ სეპარატისტობაზე))
რა გამოვიდა -
დაიწყეს ახალი ერა,
აალაპარაკეს ყველა,
მოარგეს ციფრულ ერას,
არ დაკარგეს ფერები,
ვარიაციების საშუალებას იძლევა,
არ დაკარგეს მფლობელებთან კავშირი,
უარი თქვეს ქალაქთან ან ქვეყანასთან მიკუთნებაზე
და განაცხადეს, რომ არის უბრალოდ დიდი კლუბი.
თუ რამე გამომრჩა არ მიწყინოთ, ორ დღეში მეტი ვერ შევძელი
ვისაც რამე გინდათ დაამატეთ


This post has been edited by Neo777 on 18 Jan 2017, 15:49