ტერ შტეგენი: გადმოსვლის შემდეგ ვალდესს პერიოდულად მახსენებს ხოლმე, აი თუნდაც იმით, რომ 2 დარტყმაში 2-ს ან 3-ში 3-ს მარტო ვალდესი უშვებდა და ეგეც ეგრეა, დღეს ვილიას რეინკარნაციაც მოახდინა, ესპანელმა კომენტატორმა პიჩი ალონსომ ,,თავი გარინჩა გონია და არ არისო", გამეცინა, რატომ გარინჩა მაინცდამაინც

უამრავჯერ იზამს მსგავსს, მთავარია ვალდესივით გასაკეთებელიც გააკეთოს და სანამ იმ დონემდე მივავ, ტურნირები არ გადაიყოლოს, ჯერ არ წაგვიგია მის გამო რაიმე ტურნირი
გამოჩნდა, რომ ფეხბურთელებს სწორად თუ განალაგებ (პირველ რიგში მოვკვდი ამის თქმით და მომავალ თამაშში არდას ისევ ნახევარდაცვაში დააყენებს) და 1 რგოლში 1 ლიდერს მაინც დატოვებ (მინიმუმ ერთი აქედან, შეიძლება ორივე არც იყოს საჭირო) გომეშ-დენისებსაც შეუძლიათ ფეხბურთის თამაში
და სუარესი, ბარსაში უცუდესი მატჩი ქონდა, პირველ 8 თამაშში (უგოლო) არანაირად არ ყოფილა ამდენად ცუდი. კარგია ყვითელი, მგონი ტოვებს შემდეგს, გამოიცვალოს ,,ჩიპი"

გადამწყვეტ ნეიმარს კვლავაც ველით, მაგრამ ისიც კარგი, ბალასტი არაა
შეხედავ: დრიბლინგი რიგზე აქვს, პასი, ორთაბრძოლა, სიჩქარე (ლაპარაკი არაა სტატისტიკაზე, არამედ როგორ აკეთებს) და მაინც არაფერი გამოდის: დასკვნა, ვერ იყენებ მწვრთნელი ეფექტურად
რეცეპტად ლუის ენრიკეს, თუ ჩემპიონატის წაგების გარანტია სურს:
1. არდას ნახევარდაცვაში დაყენება განაგრძოს ხოლმე
2. ნახევარდაცვა სრულად გამოცვალოს, ნებისმიერი ვარიანტი მოსინჯოს, არასდროს რომ არ გვიხილავს ერთად ისეთი (ამით ფლანგის მცველებიც გამოყავს თამაშიდან)
3. მატიეს, მისი მსგავსების და სხვების ექსელით როტაციები გააგრძელოს
ბონუსად: იმაზე იფიქროს ხოლმე თამაშის მიმდინარეობისას, რას ფიქრობს ყველა იმ მომენტში და საწინააღმდეგო გადაწყვეტილებით ,,ყველა გაგვაკვირვოს"