კი ეგრე გამოვიდა რო ჩატოვეს მილანი გავიდა პირველზე და მეორეზე ლიდსი
არდა ბარსამ ჯგუფში თავზე გადააფხრიწა ბურთი ლიდსს
პირველ გოლზე რივალდო რო სიგარეტზე უშვებს მგონი ოლივიე დაკურია ან ლუკას რადებე
VIDEO ისე კი ბოლო ტურში ბარსას ჰქონდა შანსი მილანში თამაშობდა გასვლას ლიდსი და მილანს უნდა მოეგო, მაგრამ შევამ გამაზა პენალტი და ჩარჩა ბარსა
მეორე დღეს სარბიელის მთავარ გვერდზე იყო სათაური "მკვდარი გოლები და გულები" ბარსასთან დაკავშირებით.
მგონი 5-0 მოუგეს ბეშიქთაშს მაგრამ არ ეყოთ რადგან მილანმა ვერ/არ მოუგო ლიდსს....
---------------------
აბა როგორ მოგწონთ ცოცხალი კედელი?
* * *
მსოფლიო თასი, მსოფლიოს საფეხბურთო ციებცხელება. დრო როცა აბსოლუტურად ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება და იმ ხალხისთვისაც კი ვისთვისაც ფეხბურთი რიგითი სპორტია ეს ტურნირი საინტერესო ხდება.
ბევრის გულშემატკივრის მაყურებლის კარიერაც უმეტესად მსოფლიო თასებიდან იწყება ხოლმე, ბევრი ფეხბურთელისაც, ბევრიც მსოფლიო თასმა აქცია უდიდესად.
მოდი ცოტა ისტორია და მერე ჩვენ დამოკიდებულებაზე ვთქვათ მსოფლიო თასების მიმართ.
პირველი მსოფლიო თასი 1930 წელს ჩატარდა და მის შემდეგ ყოველ 4 წელში ტარდება დღემდე. მხოლოდ 1942 და 1946 გამოტოვეს ბუნებრივია მეორე მსოფლიო ომის გამო.
1930 წელს მსოფლიო თასი ჩატარდა ურუგვაიში, იმ დროს ტრანსპორტირება ცოტა ჭირდა და ბევრმა ევროპულმა გუნდმა დაიკიდა ურუგვაიში წასვლა.
სულ 13 გუნდი იყო, აქედან მხოლოდ 4 ევროპიდან: საფრანგეთი, რუმინეთი, იუგოსლავია და ბელგია
1 ჯგუფი იყო 4 გუნდიანი და 3 ჯგუფი 3 გუნდიანი.
ფინალში მასპინძელმა ურუგვაიმ მოუგო არგენტინას და დაეუფლა პირველ მსოფლიო თასს რომელიც ასე გამოიყურებოდა (1974 წელს შეცვალეს ისეთით როგორიც დღეს გვაქვს)
მეორე მსოფლიოს 1934 იტალიამ უმასპინძლა, 16 გუნდიანი იყო ჩემპიონი და ისევ მასპინძლებმა მოიგეს
მესამე მსოფლიო 1938 საფრანგეთი და ისევ იტალიამ მოიგო.
იტალიის მწვრთნელი ვიტორიო პოცო გახდა ერთადერთი მწვრთნელი რომელმაც მსოფლიო თასი 2 ჯერ მოიგო და მაგას ვერავინ გაიმეორებს ალბათ მომავალშიც.
1938 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობდა ინდონეზიის ნაკრები, პირველი აზიური ნაკრები ტურნირზე.
1950 წლის მსოფლიო დრამატულობით პირველზე დგას ალბათ.
ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ მასპიძნელი ბრაზილია და ურუგვაი.
მატჩი გაიმართა მარაკანაზე და დაესწრო 199,854 ადამიანი
რაც შეეხება მატჩის წინაპირობას და განვითარებას:
"1950 წელს მარაკანაზე მსოფლიოს თასისთვის ურუგვაი და ბრაზილია უნდა შეხვედროდნენ. მთელი ბრაზილია უკვე ზეიმობდა პირველი თასის მოპოვებას. მარაკანაზე 200000 ადამიანი იყო, გარეთ კი მილიონობით. მაგრამ იყო ერთი კაცი, ერთი ურუგვაელი მუჩაჩო, 19-ე საუკუნის თბილისში ყარაჩოღელის სტატუსს რომ აუცილებლად მიიღებდა ისეთი... ობდულიო ვარელა! კარგად დაიმახსოვრეთ! სასწაული შეძლო... ურუგვაელთა გასახდელში თავჩაქინდრული, ბედს შეგუებული ფეხბურთელები ისხდნენ, რომლებიც მინდორზე გავიდოდნენ იმიტომ, რომ წაეგოთ... ისე კი როგორ შეიძლებოდა მსოფლიოს პირველ ჩემპიონს ასე მარტივად წაეგო? ობდულიო შევიდა და თანაგუნდელებს გაზეთი აჩვენა, რომლის ყდაზეც ბრაზილიის ნაკრები ეხატა ზიზინიოს მეთაურობით და წარწერით: „მსოფლიოს ჩემპიონები!“. ურუგვაი მინდორზე წაგებული გამოვიდა... წაგებულს კი ვალდებულებები არ გააჩნია. მათ ვალდებულებები არ გააჩნდათ და მაშასადამე არც ნერვიულობდნენ. ის რომ ეს კოზირი იყო, თანაგუნდელებს დიდმა ობდულიომ შთააგონა... და მოიგეს! ალსიდეს გიჯამ გაუტანა მასპინძელ გიგანტს და ყველაფერი დამთავრდა 1-2! მაშინ ბრაზილიაში დრო გაჩერდა! ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი იმსხვერპლა გულის შეტევამ და ანდაც საერთოდ სუიციდმა... ეს იყო საფეხბურთო ტრაგიზმის უდიდესი გამოხატულება. ობდულიო ვარელა კი კაცი იყო! ისეთი როგორებზეც იდგა და დგას პატარა ურუგვაი, დიდი საფეხბურთო ტრადიციით. "
1954 გერმანიამ მოიგო პირველად
მერე იწყება ბრაზილიის ხანა, 1958 წელს 17 წლის პელემ შვედეთში ნახევარფინალში საფრანგეთს 3 გოლი, ხოლო ფინალში შვედეთს დუბლი მიართვა და მოუტანა ბრაზილიას სანუკვარი ჯილდო.
ასე იბადებოდა მეფე
ისე ახალი ფილმი რომაა პელეზე წელს გამოვიდა ამაზეა და უყურეთ მაინც, დიდი არაფერი მაგრამ გაერთობა კაცი.
62 ისევ ბრაზილია გარინჩათი.
66 სკანდალური ინგლისი, აზერბაიჯანელი მსაჯის ტოფიკ ბახრამოვის ჩათვლილი არასწორი გოლით ფინალში გერმანიასთან.
ესეც ინგლისელები ტოფიკას შვილთან წლების მერე
სხვათაშორის ბაქოს სტადიონი მაგის სახელობისაა
70 ში ბრაზილია, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ნაკრებად ითვლება ბევრისგან. ამბობენ არც ვარჯიშობდნენ ისე მოიგეს მსოფლიოო.
დიეგოს წიგნიდან გამახსენდა ერთი მონაკვეთი. 70 წელია ბრაზილიის ნაკრები ბაზაზეა, რა თქმა უნდა არც ვარჯიშობენ ერთობიან და რიველინო მივიდა პელესთან და ეუბნება ჰა შე შავო მძღნერო აღიარე პელე კი ხარ მაგრამ ხო გინდოდა ყოველთვის ცაცია ყოფილიყავიო. ცაციებზე და მემარჯვენეებზეც ვისაუბროთ მერე
კაროჩე დიდი გამოდის რა ეს პოსტი აქ გავწყვეტ თორე რამდენი მსოფლიოა ცალ-ცალკე გასარჩევი. 1974 მითუმეტეს ასე რომ დავიკიდოთ დროებით ყველა
* * *
აუ სად ჩაამატა მსოფლიო თასის პოსტი მე მეგონა ამოწევდა თემას