სანამ კაპელო იქნება, სავარაუდოდ დააგვიანდება, მანამ სხვა საკითხს დავაყენებ განსახილველად.
ფრაგმენტი კრუიფის წიგნიდან, რომელიც ხელფასებსა და ეკონომიკურ ნაწილს ეხება.
საინტერესო მოსაზრებაა და ჩემი აზრით - სწორიც

რა თქმა უნდა არ არის ეს იდეალური და დახვეწას ექვემდებარება, მაგრამ ზოგადი მონახაზი და კონცეფცია გასაგებია.
სწორედ ესაა რაზეც არ მაქვს პრეტენზია და პირიქით, ვეთანხმები.
განვიხილოთ უფრო დეტალურად, ვიმსჯელოთ და დავიყვანოთ იდეალურამდე.
თავი მეშვიდე,,ნაცვლად იმისა, რომ ნაყიდი ვარსკვლავებისგან არა მარტო
ფინანსური უკუგება მიიღონ, საფეხბურთო ჩინოვნიკები უმთავრესად
მხოლოდ ჩადებული ფულის სწრაფად ამოღებაზე ფიქრობენ. ეს კი
მცდარი მიდგომაა.“ იოჰან კრუიფიპირველი ასპექტი, რომელიც საფეხბურთო ფასეულობების მოცემულ
ინტერპრეტაციას ამძიმებს, ეკონომიკური საკითხი გახლავთ. რა არის გუნდის
შემადგენლობა? ესაა გასახდელი, სადაც ოცდახუთი კაცი იკრიბება და მხოლოდ
თერთმეტი გადის მოედანზე. სხვა სიტყვებით, გასახდელი საფანტით სავსე კასრს
წააგავს და ეს სავსებით ლოგიკური შედარებაა, ვინაიდან გუნდი აბსოლუტურად
განსხვავებული ადამიანებისგან შედგება. ხალხის ამ კონგლომერატმა ნორმალურად
უნდა იფუნქციონიროს და მილიონობით ქომაგი გაახაროს. წარმოიდგინეთ, რა
რთული ამოცანაა?
ძალიან მნიშვნელოვანია მომზადების გამოკვეთილი პარამეტრების, მიზნის,
ფეხბურთელთა თანაარსებობის პრინციპების დადგენა. ამისთვის სულ მოვლენების
ეპიცენტრში უდა იმყოფებოდე.
ხანდახან მგონია, რომ ბურთის დარტყმა პროცესის ბოლო ფაზაა. რამდენი
საკითხი და პრობლემაა გადასაწყვეტი მანამდე! ჩემი აზრით, გუნდებში ამდენი
პერსონალური თუ კოლექტიური პრობლემები იმიტომ იქმნება, რომ მწვრთნელები
და პრეზიდენტები კარგად არ იცნობენ კლუბის შიდა ცხოვრებას და მხოლოდ
ერთზე, ფულზე ფიქრობენ. არადა, ფიქრი ფულზე კი არა, თამაშის ხარისხზეა
საჭირო. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ნაყიდი ვარსკვლავებისგან არა მარტო
ფინანსური უკუგება მიიღონ, საფეხბურთო ჩინოვნიკები უმთავრესად მხოლოდ
ჩადებული ფულის სწრაფად ამოღებაზე ფიქრობენ. ეს კი მცდარი მიდგომაა.
ასეთი მაგალითი განვიხილოთ: არსებობს ორი ზუსტი ერთი დონის
ფეხბურთელი. პირველში ჩვიდმეტი მილიონი დოლარი უნდა გადავიხადო,
მეორეში – არაფერი. თუ ფინანსურ ფაქტორს გვერდზე გადავდებთ, ისინი არაფრით
იქნებიან განსხვავებულნი. ამ შემთხვევაში კი გამორიცხულია, გუნდის საუკეთესო
მოთამაშეზე ორჯერ მეტი ხელფასი მიიღოს.
გასახდელში ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთის შესახებ – ცოლი, შვილები,
საყვარლები, გადასახადები... არ შეიძლება სათადარიგომ ძირითადი
შემადგენლობის მუდმივ წევრზე, ხოლო ოცი წლისამ ოცდაშვიდი წლისაზე სამჯერ
მეტი ფული მიიღოს. რასაკვირველია, ხანდახან გამონაკლისის დაშვებაც შეიძლება,
ოღონდ ის უმნიშვნელო უნდა იყოს და მთელმა გუნდმა უნდა შეიგნოს. საერთოდ კი
თანასწორობა და ბალანსი არ უნდა დაირღვეს.
თუ ვინმე შენზე კარგად თამაშობს, არაა გასაკვირი, უფრო დიდი ხელფასი
ჰქონდეს, რადგან მას მეტი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში. და თუ სხვაგვარადაა,
გასახდელში ძალიან ცუდი, უმართავი სიტუაცია შეიქმნება. ეს არ უნდა მოხდეს,
რისთვისაც დისციპლინაა საჭირო. ამ შემთხვევაში ფინანსურ დისციპლინას
ვგულისხმობ.
როცა გუნდის მეორე წევრი შენზე უფროსია, უფრო დიდი ხელფასი უნდა
ჰქონდეს. ჩნდება კითხვა – იქნებ მოედანზე მეტხანს მე ვატარებ? სწორედ ამისთვისაა
დადგენილი პრემიები და ბონუსები. მათი მეშვეობით შეიძლება ხელფასზე
გაცილებით ბევრი ფული გამოიმუშაო. ხელფასი ერთადერთი კრიტერიუმით,
ასაკით უნდა განისაზღვროს.
თუ კლუბის უძლიერესი ფეხბურთელი ნახევარი წლის განმავლობაში
ტრავმირებულია და მკურნალობს, ხოლო მოედანზე შენ ღვრი ოფლს, სწორედ შენ
უნდა მიიღო მეტი ფული და მას ამის გაპროტესტების არანაირი უფლება არ აქვს. ასე
უნდა წარიმართოს კლუბის ეკონომიკა, ბიუჯეტი, სატრანსფერო პოლიტიკა.
სხვაგვარად არაფერი გამოვა.