დღევანდელი ქართველი ფეხბურთელების მსოფლიო ასპარეზზე (სსრკ არ იგულისხმება და დინამოზე მერე ცალკე ვიპარაკოთ, ასევე ლეგიონერებზე)
ძველი თაობაში გამორჩეული ხალხი ვინც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას მიაღწია ალბათ იყვნენ 1960 წლის ევროპის ჩემპიონები სსრკ-ნაკრებში.
მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გივი ჩოხელი და ზაურ კალოევი.
კალოევის გარდა ყველა ძირითადის ფეხბურთელი იყო, მეტრეველმა ფინალში გამათანაბრებელი გოლი გაიტანა რამაც დამატებითში გადაიყვანა თამაში
გივი ჩოხელი იმ ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო.
მესხი მსოფლიო ნაკრებშიც იყო მიწვეული მაგრამ არ გაუშვეს ქვეყნიდან და წერილი მიიწერეს ცუდად არისო.
ნაკრების თემა რომ გავაგრძელოთ გელა კეტაშვილი არის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი რომელიც გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში 1998 წლის ოლიმპიადაზე სსრკ ნაკრებში.
ფინალში ბრაზილიის წინაღმდეგაც ითამაშა და ბებეტო-რომარიოს შეტევასაც გადაურჩა.
ქართველი ფეხბურთელების პოზიციები ოქროს ბურთზე:
1961 წლის ოქროს ბურთი - მიხეილ მესხი გავიდა მე-17 ადგილზე და მიიღო 4 ქულა, მეტრეველი 23-ე ადგილზე მიიღო 3 ქულა
1965 წლის ოქროს ბურთი- მეტრეველი გავიდა მე-17 ადგილზე 2 ქულით
1968 წლის ოქროს ბურთი- მურთაზ ხურცილავა 24-ე ადგილი 1 ქულა
1972 წლის ოქროს ბურთი- მურთაზ ხურცილავა მე-11 ადგილი 3 ქულა (აჯობა ეუსებიოს, პოლ ბრაიტნერს, იოჰან ნეესკენსს და ჯანი რივერას )
1981 წლის ოქროს ბურთი- რამაზ შენგელია მე-7 ადგილი 10 ქულა (უმაღლესი პოზიცია ქართველი ფეხბურთელის) უკან მოიტოვა ბონეკი, ჰრუბეში, კროლი, კენი დალგლიში, გრეგორჟ ლატო, ბრაიან რობსონი, ალექსანდრე ჩივაძე მე-8 ადგილი 9 ქულა, დავით ყიფიანი მე-11 ადგილი 6 ქულა.
----------------------------------------------------------------------------------------
ანუ ჩვენი უმაღლესი შედეგი არის შენგელიას მე-7 ადგილი 1981 წელს.
სხვა რაც შეიძლება გაიხსენოს ადამიანმა ზვიად ენდელაძის ოქროს ბუცია. 1995-1996 სეზონში ზესტაფონის მარგვეთის ფორვარდმა 40 გოლი გაიტანა, რაც ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში უმაღლესი რიცხვი იყო, მაგრამ ოქროს ბუცით არ დაჯილდოებულა რადგან 1991-1996 წლებში არ გაიცემოდა ეს ჯილდო, კოეფიციენტების მოფიქრებით იყვნენ დაკავებული ეტყობა. 1997 წლიდან დაიწყო კოეფიციენტებით ოქროს ბურთის გაცემა.
თქვენ თუ რამე იცით და გახსოვთ ჩაამატეთ, მე მხოლოდ ოფიციალური ფაქტები დავწერე