ბიჭებო კარგად იყავით ყველა, წარმატებებს გისურვებთ სწავლაში, მუშაობაში, პირად ცხოვრებაში თუ ნებისმიერ კაი საქმეში რასაც აკეთებთ/გააკეთებთ ცხოვრებაში.
ჩემი ფორუმზე და განსაკუთრებით ფეხბურთის განყოფილებაში ყოფნის პერიოდში მივხვდი (ალბათ ისედაც ვიცოდი) რომ ფეხბურთზე კამათი უცხო ხალხთან მითუმეტეს ინტერნეტში არის სისულე, რადგან არასდროს არავინ შეიცვლის აზრს და არ დაგიჯერებს შენ სულ რომ 100% მართალი იყო.
ამიტომ მთელი ეს დრო რაც აქ ვპოსტავდი ჩემი პოსტების 50% იყო ის რასაც ვფიქრობდი, 50% კი ხუმრობა/გააზრებული არაადეკვატურობა. შეიძლება სხვადასხვა პროპორციით და გააზრებული არაადეკვატურობა მეტი იყო. იმიტომ რომ მივხვდი ფეხბურთზე სერიოზული სახით საუბარს აზრი არ აქვს ფორუმზე და ინტერნეტში.
მერე სიტყვაზე ამ ხუმრობა ღადაობას შეიძლება მოყვეს ვიღაცისგან გაუზრდელება და 1000 ### ფაქტი რაც მომხდარა აქ და კიდე მოხდება,რაც ძაან ტეხავს და მაგის სურვილი ნაღდად არ მაქვს.
კარგად იყავით და წარმატებები მოკლედ
This post has been edited by Nobodys Fault but Mine on 2 Nov 2016, 03:14
მიმაგრებული სურათი