ტაქტიკა რავი, აი მსმენია ხოლმე, აქ ფორუმზეც წამიკითხავს რომ ვერ განვითარდა და ეი ბანძია ტიპი

არადა აი გუარდიოლა რომ ავიღოთ, თამაშობს სტანდარტული 4 - 3 - 3-თ

ხო ?
ითხოვს პრესინგს, წინ და უკან სირბილს, ბურთის დაჭერას და სწორ პასებს, ეგაა, ეს ევასება და ეს მიაჩნია სწორ ტაქტიკად.
აქედან რა უნდა შეცვალოს, პრესინგი აღარ მოითხოვოს, რასტანოვკა სხვა აიღოს, იტალიური კატენაჩო დანერგოს თუ რა, ესაა სტილი და ამას აწვება ბოლომდე.
იგივეა ჟოზეზეც, კლოპზეც და ა.შ არ ვიცი და არ მახსენდება მწვრთნელი რომელსაც რადიკალური ცვლილებები განეცადოს წლების მანძილზე და დღეს რომ ერთს აწვება ხვალ სხვას მიწოლოდეს, ფერგის ვუყურებდი 15 წელი, ვენგერს ვუყურებ და ა.შ ვინც არიან დღეს მაღალი დონის მენეჯერები.
ახლა დავიჯერო სიმეონე 10 წლის მერე ბარსას ფილოსოფიას შეიმეცნებს და ამ ნაჯახ ფუტბოლს აღარ ითამაშებს ?
ეგაა თითიდან გამოწოვილი, რაღაც პრიმიტიული მიზეზი რომ აი არ ცვლის არაფერს და ეი ბანძია.
არ მესმის როცა ტაქტიკას უწუნებენ, თუმცა მეც მქონდა ეგ მომენტები პელეგრინის შემთხვევაში და გასაგებია, თუმცა ტაქტიკაც რეალურად ვერ განსაზღვრავ ცუდია თუ კარგი, მთავარია შედეგი იდებოდეს. ანუ მენეჯერის დონეს ვერ განსაზღვრავ ტაქტიკით, შედეგია მთავარი და იმიტომ. სანახაობა ვის როგორ ესმის სუბიექტურია.
მენეჯერი ჩემი აზრით უნდა გააკრიტიკო იმის გამო რომ არასწორ გუნდს აყენებს სასტარტოში, ვერ ხედავ ბრძოლას და ჟინს, ატყობ რომ პრობლემები აქვს რესურსების მენეჯმენტის კუთხით, პრობლემები აქვს ფეხბურთელებთან მუშაობის კუთხით ანუ ვერ წურავს ბოლომდე და ა.შ
თორემ ბურთს აგორავებენ 10 წელია მისი გუნდები და ამის გამო ბანძიაო არ მესმის.
ჯერ-ჯერობით გუარდიოლასთან მიმართებაში მე მაქვს არასწორი მენეჯმენტის პრობლემა.
ფაქტია ის რესურსი რაც ახლა აქვს არ არის საკმარისი რომ სამი მატჩი ატარონ კვირაში, იღლებიან და დედა ეტ####ბათ.
ეი ნახევარდაცვა როგორც საჭირო იყო ისე არ გააძლიერა, დატოვა სილვას იმედად, ფერნანდინიოს ვერ ანაცვლებს და გუნდოგანს
თორემ ფეხბურთელები გახსნა რეალურად, სტერლინგი და სხვები ასე თუ ისე უკეთ გამოიყურებიან.
ბრძოლაც და ჟინიც მატჩების დიდ ნაწილში იყო და მაგ მხრივ ჯერ-ჯერობით პრობლემა არ არის.
შემადგენლობებიც გარდა დერბუს შემთხვევისა სწორი იყო, ანუ დებრუმ რა პოზიციაც ითამაშა ბარსასთან იგივეს აგუეროც გააკეთებდა, არ უთამაშია
დებრუინეს ცრუ ფორვარდად, ითამაშა ფორვარდად და მაგ მხრივ სისულელე იყო, აგუერო ფორვარდად უკეთესად ითამაშებდა და დებრუ კიდევ გუნდოგანსაც და სილვასაც აჯობებდა ნახევარდაცვაში, ანუ გამოვიდა რომ ნაკლებად ძლიერი შემადგენლობა გაიყვანა როცა შეეძლო უკეთესი გაეყვანა.
დალშე ვნახოთ რა, მაგრამ ახლა ისე ვარ რომ ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი თუ მატჩის მოგება სათუო გახდებოდა და როცა ვერ ვგრძნობ რომ ბიჭები მოიგებენ თამაშს ეი ნაღდად ცუდად არის საქმე, ვანგა ვარო იმას კი არ ვიძახი მაგრამ ოპტიმისტურად რომ ვერ ვუდგები ეი ტრაკისკენაა საქმე

კაროჩე დაველოდოთ რა, ჯერ-ჯერობით კარგად მიდის საქმე, მაგრამ ვესტ ბრომთან ვერ მოგება და ოთხეულიდან ამოვარდება ავტომატურად, პახოდუ ლიგაზეც ბარსასთან თუ წააგო უკვე სათუო ხდება ჯგუფიდან გასვლის ამბავიც. კარლინგი დათმო ეგრევე, FA არ დაწყებულა ფლობა ვჭამოთ ?
This post has been edited by DATO1 on 28 Oct 2016, 22:04