ლუიზი ყველაზე ჭკვიანური შენაძენია (კანტე ყველაზე ფასეული,თუმცა ახლა მაგაზე არ ვლაპარაკობ) - ცვეტში,წერტილოვანი დარტყმებით აქვს კონტეს სუსტი ადგილები ამოვსებული,ზუსტად იმ სქემისთვის,რისი დანერგვაც უნდოდა!
ძალიან დიდი მისია აქვს ლუიზს,ფაქტობრივად,მცველი-პირლოა,შეტევას იწყებს ყკიდურესი სიღრმიდან,დაცვის მინიმუმ ერთი ბარიერი ამისი გადასალახია და მერე თითქოს უკვე მეტობას ქმნიან მოედანზე! კანტე და კეჰილი საკაიფოდ აზღვევენ,ამასაც საკმარისი გამოცდილება და თავდაჯერებულობა აქვს,რომ იდეალურად გაართვას თავის ამ მოვალეობას!
ასპილიკუეტა ყოფილა ოქრო,აი ზუსტად ამ ადგილზე! მთელი ამდენი წლები ამ ბიჭს ტანჯავდნენ ფლანგზე - რასაც ჰქვია,თავის ადგილზე "მოარგო და მიახრახნა" და ისიც იდეალურთან მიალოებულ ფეხბურთს თამაშობს!
მატიჩი ძალიან მომეწონა,ნუ ადრე,რაც მინახავს,ყოველთვის კარგად თამაშობდა,კომენტარებიდან ვიცი,რომ დიდი ჩავარდნა ჰქონდა,მაგრამ როგორც აღმოჩნდა,ისევ და ისევ არასწორი ტაქტიკის და მიდგომების გამო - მატიჩს ზუსტად კანტესნაირი კაცი უნდოდა გვერდში,რომ უფრო თამამად და თავისუფლად ეთამაშა და წინ უფრო ხშირად წასულიყო!
მოზესი,ალონსო ნორმალ,ზუსტად იმას აკეთებენ,რაც საჭიროა,ცენტრშიც საკაიფოდ გადმოდიან და სიმჭიდროვეს ქმნიან,ფლანგსაც კარგად კეტავენ და საჭიროებისამებრ თავისუფალ სივრცეებსაც კარგად ითვისებენ,ნუ მოსეს უკან ასპი უყენია და ბევრად უკეთესი ამიტომაა შეტევაში!
აზარის თამაშის აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის,სულ სხვანაირი გახდა,თითქოს ყვერებიც გაეზარდა,ჟილკა და დრაივი მოემატა,ფიზიკურადაც უკეთესი მეჩვენება და თამაში სულ იცოდა,ეს ის კომპონენტებია,რაც აკლდა,მეტნაკლებად...
კოშტა ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს,სულ რომ გოლი არ გაიტანოს,მისი მქკ-დან გამომდინარე ძალიან ბევრი მომენტი სხვებს შეექმნებათ,თან შემცვლელიც ჰყავს და ბოლომდე იხარჯება!
კეჰილი კარგია,პედრო ცოტა არასტაბილური,მაგრამ თუ თამაშობს,შეუძლია თამაში,რაც გუშინ დაამტკიცა! თან მაგარი იღბალაა და ეგეც საჭირო ნიუანსია დღევანდელ ფეხბურთში!

)