რა ამბავია, ჩვეულებრივი მატჩი იყო ჩვენთვის, კი ითქვა თამაშამდეც და ეგ შედეგი მოსალოდნელი იყო, მე პირველი ტაიმი უფრო გამიკვირდა, მაგრამ ბაიერნის მსგავსი სცენარი იყო მაინც
აკი თქვა, ჩვენთვის ფინალია ეგ თამაში, ბარსელონასთვის კი არ არის ასეო, მოტივაციის ამბავი იყო და გლადიატორის ვიდეო აყურებინა ბიჭებს
ანდრე გომეში კარგი იყო და ნელ-ნელა იწყებს თამაშს, ბუსკეტსის შეცდომები თვალშისაცემი იყო, მაგრამ მე უფრო რაკიტიჩის თამაში არ მომეწონა, ისედაც არ ჩანდა, ყვითელი რომ მიიღო, მერე საერთოდ დაიკარგა
სერხი რობერტოს და ბუსკეტსის ამდენი შეცდომაც უფრო მაგიტომ იყო
მოკლედ, თუ ვინმეს უნდა დასვენება, რაკიტიჩია , არადა, ეგ რომ იყოს ფორმაში, შეიძლება ბუსკეტსის დასვენება
ანდრე გომეში და რაკიტიჩი კი დაიჭერენ ერთად ცენტრს, ოღონდ ამათ წინ ინიესტა მინდა, ეგ სამეული როგორ ითამაშებს, მაინტერესებს
ბუსკეტსისთვის ძალიან ძნელია, როცა უკან პიკე არ ყავს და წინ ინიესტა, მაგის ფორმას რომ თავი დავანებოთ
ტრანსფერები ნორმალური გაკეთდა და ძალიან კარგიც, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა, მაგალითად, დემბელე