ალილუია, მეღირსა ეს დედა აფეთქებული 100 პოსტი, აქ რო დამეწერა

მოგესალმებით მეგობრებო

რაც შეეხება კლუბს

1. კარგი, კიარადა ძალიან კარგი რაც მოხდა არის ნორმალური ტრენერის მოყვანა. იცის ამ კაცმა თავისი საქმე, იცნობს ბუნდესლიგას ძალიან კარგად და ძალიან მოკლე დროში შეუძლია კარგი გუნდის შექმნა.
მითუმეტეს ბაზა ნამდვილად არის ამისა გუუნდში, ის ტრანსფერებიც რომელიც განახორციელა ჯერ-ჯერობით კლუბმა, იმედია ლუსიენთან იყო ყველაფერი შეთანხმებული.
2. აკანჯიმ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა მსოფლიოზე, დიალოს მოყვანს რაც შეეხება, მე პირადად მერჩივნა გინტერი დაებრუნებინათ, რომელიც გამოცნდა, სწორად შერჩეული ტაკტიკით და დავალებით ძალიან კარგი მცველია.
ჰიტცი არ ვიცი, უფასოდ მოიყვანეს და ბიურკს ალბათ ჯობია (იმედია), არადა ბევრი მეკარეა გერმანელი, რომლის მოყვანა არ გაუჭირდებოდათ: ჰორნი, ტრაპი, ცილერი და ა.შ. დაცვა მაინც დასალაგებელია, ძალიან ბევრი ყოვლად უუნარო ფეხბურთელი ყავთ მანდ: დურმი გაუშვეს და კარგიც ქნეს, გასაშვებია ასევე ზაგადუ, ტოპრაკი, პიშეკი/შმელცერი ზამენიდან თუ გამოადგებათ, ძალიან მომწონს გერეირო, მარა სულ ტრამვები აქ და ეგეც გასაშვებია.
3. დილეინი - შარშანდელი ვერდერის გამოკვეთილი ლიდერი, დანიის ნაკრებშიც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, იმედია დორტმუნდში კიდევ უფრო გაიზრდება და ვაიგლთან ერთად კარგ დუეტსაც შექმნის. იწერება ვიტსელის მოსვლაზე, ჩემი აზრით ეს იმ შემთხვევაში მოხდება, ვაიგლს თუ გაუშვებენ პსჟ-ში, რასაც რა თქმა უნდა არ მივესალმები, ასევე დიდი იმედი მაქ, ფავრი მიხედავს დაუდს და გაიხსნება ეს ბიჭიც.
4. ნახდაცვის შეტევაში ყველაფერი კარგადაა: როისი, პულისიჩი, სანჩო, ფილიპი, ვოლფი, გიოტცე. აი თავდასხმას რაც შეეხება მოსაყვანია 9 ნომერი, ყველაზე კარგი ისევ მიჩის დატოვება იქნებოდა, მარა ნუ არ იხდიან ფულს და ძალიან ცუდი.
ჭორებს რაც შეეხება, ბენ არფა და ზაჰა გამოადგება კლუბს, აი ბელჰანდაზე და ბაკაიოკოზე რა გითხრათ. გასაშვებთა სიაში არიან საჰინი, შურლე (ეს კი მენანება :/) და ამათ შემცვლელებსაც უნდა ველოდოთ სავარაუდოდ.
მოკლედ არ უნდა იყოს ცუდი წელი
This post has been edited by BVB-Fan on 24 Jul 2018, 17:22