2 - 0 ს აგებდა დორტმუნდი რეჯიანის შეცდომების გამო და მეორე ტაიმში დააქამბექეს.
3 - 2 და ისევ არ დაკარგეს ქულები.
27 ტურის შემდეგ 61 ქულა მინიმუმ 10 წელია არ ჰქონია კლუბს. კლოპი/ტუხელის პერიოდის შემდეგ.
მხოლოდ 2 წაგება აქვს გუნდს და ორივე ბაიერნთან.
მინიმუმ 75 ქულიან ნიშნულს მიაღწევენ, მაგრამ რად გინდა. ტიტულამდე ვერ მიდიან.
კომპანის ბაიერნია ზედმეტად ძლიერი და გამანადგურებელი. თორემ სხვა წლების ბაიერნს ამ თამაშით ბუნდესლიგას მოუგებდნენ.
იმ წლებში სადაც იყო ბუნდესის მოგების შანსი, გადამწყვეტ თამაშებში უაზროდ კარგავდნენ ქულებს.
კოვაჩის შეცდომაა ჩემპიონთა ლიგის დაკიდება.
ბაიერნთან თამაშის წინ დაასვენა გუნდი და ეგონა როგორღაც გაძვრებოდა. არ გაუმართლდა რისკი.
სხვა ამ გუნდს და ამ შემადგენლობას რა უნდა მოთხოვო?
ნორმალური ტრანსფერები გააკეთონ ზაფხულში. გუნდს შეტევა არ ჰყავს.