რატო უყურებთ თასს ეგრე? ტიტულია კიდევ ერთი და საჭიროა მოსაგებად გაიწიონ. ლაციოს მერე რომა მოდის და ორი მატჩის ჯამში დაძლევადია ეგ ბარიერიც. ფინალში ვინც არ უნდა შეგვხვდეს, ყველანაირად შეგვეძლება თასის აწევა.
ლაციოსთან წარუმატებლობა არ წაადგება კარგად გუნდს, ბოლომდე კარგი სერიით უნდა მივიდეთ ტურინამდე.
იუვესთან კაი თამაშს ველოდები, კაია რო ორივე გუნდი ფორმაშია. თუ მსაჯობაც წესიერი იქნა, დერბი დ'იტალიაც ლაზათიანი უნდა გამოვიდეს.
სტატია: worldsport.gehttp://worldsport.ge/ge/page/149873_interi...ri-derbia-video"ინტერი" აღარ ხუმრობს, წინ კი "დიდი იტალიური დერბია"
იტალიის სერია A-ს XXII ტურის პირველი სათამაშო დღის შემდგომ მილანის “ინტერი” სატურნირო ცხრილში ერთი პოზიციით დაწინაურდა. “ნერაძური” ბოლო დროს დიდებულ ფორმაშია და ღრმა აუტსაიდერ “პესკარასთან” მისი გამარჯვება მოსალოდნელიც გახლდათ.
სტეფანო პიოლის ხელში “ინტერნაციონალე” ისეთი ტემპით აგროვებს ქულებს, საშუალო მაჩვენებლით საუკეთესოა მას შემდგომ, რაც პიოლი ჩაუდგა მა გუნდს სათავეში. ასე თუ გააგრძელებს მილანური გრანდი დიდი შანსია ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვიხილოთ. ახლა იქმადე ორი ქულაა, თუმცა “ნაპოლის” თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. “პესკარასთან” მატჩს რაც შეეხება – მოსაყოლი არც არაფერია, ანგარიში ზუსტად ასახავს იმას, რაც “ჯუზეპე მეაცას” მინდორზე ხდებოდა. თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც დანილო დ’ამბროზიომ და ჟოაო მარიომ დაამწუხრეს “მეთევზეები”. ორივე გოლის დროს სტუმართა მცველების შეცდომა აშკარა იყო. სხვათა შორის, დ’ამბროზიო “ინტერის” პირველი მცველია მიმდინარე სეზონში, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა. აღნიშნულ შეხვედრას კი წერტილი ედერმა მეორე ტაიმში დაუსვა – 3:0. “ინტერმა” სერია ა-ში მიჯრით მეშვიდე თამაში მოიგო, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით 9 თამაში აქვს მოგებული ასეთი კარგი სერია ბოლოს მილანელებს 2012 წელს ჰქონდათ. “ინტერმა” მეოთხე ადგილზე გადაინაცვა და რომის “ლაციოს” გადაასწრო. სტეფანო პიოლის და მის გუნდს მომდევნო ტურში ნამდვილი გამოცდა ელით – აპენინზე დიდი იტალიური დერბია: “იუვენტუსი” – “ინტერი”.
იმ “ლაციოს”, რომელიც ტურის სასტარტო მატჩში მოულოდნელად შინ დამარცხდა ვერონას “კიევოსთან” – არადა, “ბიანკოჩელესტე” მთელი თამაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და მიმდინარე სეზონის ანტირეკორდიც დაამყარა: კარისკენ სიმონე ინძაგის გუნდმა 28-ჯერ დაარტყა – ამ რაოდენობის დარტყმებით კი წელს არცერთ გუნდს თამაში არ წაუგია. რომაელებმა რომ წააგეს სტუმართა ხალგაზრდა ფორვარდის, ინგლეზეს დამსახურებაა, რომელმაც ზედ ბოლო წუთზე გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი.
“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო (სანტონი 85), მედელი, მირანდა, ნაგატომო; გალიარდინი, ბროჟოვიჩი; კანდრევა (გაბრიელ ბარბოსა 76), ჟოაო მარიო, პერიშიჩი (ედერი 71); იკარდი
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“პესკარა” (4-2-3-1): ბიძარი; ძამპანო, სტენდარდო (კრეშენცი 55), კოდა, ბირაგი; ბრუნო, მემუშაი; ბენალი, კასტანიოსი (კუბასი 82), ვერე; ბაჰებეკი (ჩერი 75)
მწვრთნელი: მასიმო ოდო
გოლები: 1:0 დ’ამბროზიო (23), 2:0 ჟოაო მარიო (43), 3:0 ედერი (73)
გაფრთხილება: ნაგატომო (54) – ბირაგი (67)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (8) – 9 (3) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 11:3 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე
* * *
სტატია: sportall.ge
სერია A. XXII ტური: "ინტერი" გაფრინდა
http://www.sportall.ge/fexburti/uckhouri-f...inda-video.htmlროგორც მოსალოდნელი იყო, "ინტერმა" ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო ჩემპიონატში. სტეფანო პიოლის გუნდმა "პესკარას" უმასპინძლა და ბუნებრივია, რომ ფავორიტად ითვლებოდა.
მილანელებმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს და გადაწყვიტეს კიდეც მატჩის ბედი. 23-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც დანილო დ'ამბროზიომ მეტოქის საჯარიმოში შეირბინა და ჩაწოდების შემდეგ ბურთი ბადეში გაახვია. ტაიმის მიწურულს, ჟოაო მარიოს დარტყმულმა უწია მიზანს, პორტუგალიელმა მიჯრით მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი. მეორე ნახევრის შუაწელს, მარტინს ედერმაც იხეირა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.
"ინტერმა" უპრობლემოდ მოიგო მატჩი, მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და განაგრძობს ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. მატჩის შემდეგ სტეფანო პიოლიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"მნიშვნელოვანი მოგებაა, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ლიდერთა სამეულს. თუმცა, ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია და არ გვაქვს კმაყოფილების საბაბი. ჯერ არ ვართ სატურნირო ცხრილში იმ პოზიციაზე, რომელიც ჩვენს გულშემატკივარს გაახარებს. გუნდში უძლიერესი ფეხბურთელები მყავს, მათ კიდევ უფრო მეტი შეუძლიათ და ამაში ერთად დავრწმუნდებით".