ისე მიკვირს რატომ თვლიან ბრაზიელიელ რონალდოს მადრიდის რეალის ლეგენდად. ან რითი ჯობია კერძოდ რეალისთვის ნისტელროის.
რონალდო გადმოვიდა 2002 წლის შემოდგომაზე რეალში. მას მერე მოიგო სულ 2 თასი თავისი თამაშით - 1 ლა ლიგა და 1 სუპერკოპა. კიდევ ერთი ლა ლიგა მოიგო, მაგრამ ეგ მაშინ, როცა თვითონ ჰამბურგერებს ჭამდა და ნისტელროი იტანდა გოლებს. ანუ 4 წელში 2(3) თასი.
2006-2007-ში გადმოვიდა რუდ ვან ნისტელროი და 2 წელში გააძრო 3 თასი.

აქედან რაც მთავარია 2 ლა ლიგა და 1 სუპერკოპა.
რონალდოსაც 2 ლა ლიგა აქვს, მაგრამ 13 თამაში ითამაშა მაგ წელს და 4 ბურთი გაიტანა მხოლოდ. არანაირად არ იყო მისი დამსახურება ეგ ლა ლიგა. ნისტელროი ლა ლიგის ბომბარდირი გახდა...
ბრაზილიელ რონალდოს 2002-2003 წლის სეზონის მერე ღირებული რეალში არაფერი გაუკეთებია. რითი ჯობია რუდ ვან ნისტელროის რეალისთვის ვერ ვხვდები. ნისტელროიმ 2 ლა ლიგა მოიგო ზიდანის და ფიგუს გარეშე...
History and everything else...