სადმე ვთქვი არ იმსახურებდათქო? აქ იცინიან სნეიდერის დამსახურებაზე თორე განა რამე. დავწერე აგერ მესიზე მეტად ვთვლი რომ ინიესტაც იმსახურებდათქო.
აი ლიჩნად მესის სეზონს ჩავუღრმავდები.
ჯამში გაიტანა 49 გოლი.
ლიგაზე - 8
ჯგუფურზე ინტერთან ვერცერთ მატჩში ვერ გაიტანა.
დინამო კიევთან გაიტანა 2
მერვედფინალში ტუტგარტდთან 2
და არსენალს შეუსრულა პოკერი.
სუპერთასზე არ გაუტანია.
ლა ლიგა - 34 გოლი
მაგ წლის ოთხეული - რეალი, ვალენსია, სევილია
რეალითან გაიტანა 1
ვალენსიასთან 3
სევილიასთან 3
თასზე ლეონესასთან თუ ვიღაც ხუისთან შეაგდო ერთი.
სუპერთასზე ბილბაოსთან 2
მსოფლიო ჩემპიონატზე ასამოა გიანის ყლის თავზე დაგროვილი ჭუჭყის დონეც კი არ იყო, ამაში ძნელია ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ აქ ამასაც მოახერხებენ.
ახლა სიტყვაზე, ისე უბრალოდ, შედარებისთვის ვიღებ ლევანდოვსკის 2012/13 წლების სეზონს.
მაგ სეზონში არ მახსოვს ვინ აიღო ოქროს ბურთი, მგონი რონალდომ, ხო? ენივეი, ლევანდოვსკი ოქროს ბურთზე სასაცილოდაც არ გეყოფათ ალბათ და კარგი შედარება გამოვა.
ჯამში გაიტანა - 36 გოლი /მესიზე 13 გოლით ნაკლები/
ლიგაზე - 10 /მესიზე 2 გოლით მეტი/
ჯგუფში გაუტანა:
აიაქსს - 3
რეალს - 1
მერვედფინალში: შახტარს - 1
მეოთხედფინალში: მალაგას - 1
ნახევარფინალში: რეალს - 4, პოკერი.
6 მატჩში გაიტანა სულ, მესიმ 3-ში.
ბუნდეს ლიგა - 24 გოლი
მაგ სეზონის ოთხეული: ბაიერნი, ბაიერი, შალკე.
ბაიერნი - 0
ბაიერი - 2
შალკე - 2
რატომ მოვიყვანე ახლა ეს შედარება. ლიგაზე პერფორმანსით ლევანდოვსკიმ აჯობა, ბევრად მეტ მატჩში გაიტანა, გუნდისთვის ბევრად მნიშვნელოვანი გოლები. სუპერ მატჩი დადო მესის არ იყოს, რეალთან პოკერით.
ჯამში 13 გოლით მეტი შეაგდო, სარაგოსას, რასინგის, ვალიადოლიდის განადგურების ხარჯზე და ამ 13 გოლის გამო იმსახურებს ოქროს ბურთს? ეს რიცხვი პირობითად, ვგულისხმობ იმას რომ ბევრი ისეთი გოლი რომელიც არაფერს წყვეტს ბერავს ჯამში სტატისტიკას, ვიღებთ 49 გატანილ გოლს და ჰოპ, მესიმ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი დადო, პარალელურად ლევანდოვსკის ოქროს ბურთის კანდიდატად განხილვა კი სასაცილოდ ჟღერს.
იმის თქმა მსურს რომ მესი ისევე არ იმსახურებდა ოქროს ბურთს, როგორც ლევანდოვსკი 2012/13-ში.
კი ბატონო, გენიოსია მესი, გასაგბია, ყველა დროის საუკეთესოდ დარჩება ისტორიას, მაგრამ თუ ეს დედა#####ული ტიტული ერთი განვლილი წლის შეჯამებიდან გამომდინარე გადაეცემა ხალხს მაშინ გადასცენ დამსახურებულად. თუ არა და მისცენ ყოველ წელს მესის.
მამენტ, ხმას ჟურნალისტები, მწვრთნელები, ქეცბაია, კანკავა, სევასტი თოდუა და ხერარდ პიკე აძლევენ, იასნად მესი მოიგებს. იასნად სარაგოსას სამ ცველს რომ გაცდები და მეხუთე ბურთს გაიტან უფრო კარგი სანახავია ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილიტოზე გაკეთებული ორი ასისტი. მაგრამ მარტო სანახაობა ხომ არ არის ეს დედა#####ული.
კი ბატონო, ეკუთვნოდა უფრო ინიესტას, ხავის, სნეიდერს. ამ სამის მერე მოდის მესი. მარა არა, აქ მაგას ცოცხალი თავით არ აღიარებთ უმეტესობა, აბა თუ აღიარეთ მერე რონალდოს როგორ დაატოლებთ? ერთი ოქროს ბურთით მეტი რომ აქვს ეგღა დარჩა სათქმელი და...