დაიწყო დილა, მართლა უცნაურად ვარ
აი ისე დაახლოებით, სადმე ზღვაზე რომ ჩადიხარ, რომ გადაივლის ენთუზიაზმი და დილით იღვიძებ, არანაირი განწყობა არ გაქვს, აი არანაირი, არც კარგი, არც ცუდი, არც არანაირი

უბრალოდ რომ ხარ, აუ ნეტა ეგ ამახსნევინა, არ გამომივიდა
გუშინ მართლა არ მწყენია...აი ყველაზე ისეთი თამაში იყო, მართლა, რომ საერთოდ არ მწყენია რმ გაუტანეს და არც გამკვირვებია, ანუ ბრაზის გარეშე, ყველანაირად
უბრალოდ ვუყურებდი
და ყველაზე უემოციო კლასიკო იყო ჩემთვის რაც ოდესმე მიყურებია
ახლა დადებითი ჩვენთვის

მართლა ჩემპიონობასავით აღიქვეს ტიპებმა
ეს ეტყობა სურათებს, მარკა-ას-ის გარეყდებს, სტატიებს
ანუ, თითქოს აი 1:2 რომ მოგვიგეს და 7 ქულა გახადეს (იქ გუნდებიდან გამმდინარე წაგებაზეც მაინც გახდებოდნენ, ანუ ისედაც და ასედაც

, მაგრამ მოიგეს)
არადა ჩემპიონატი ჯერ ახლა დაიწყო, 1/4 გავიდა რა

და ეს იმედს მაძლევს, რომ ლუის ენრიკე ჩამოვა ვირიდან და მიხვდება,რომ შესაცვლელია ყველაფერი
ყველაფერი
და არა რაღაც პატარა
იმედია მიხვდება, რომ ,,მაინც იგივეს ვიზამდი" არ გამოადგება
თუმცა დიდად არ მჯერა და ისევ ფეხბურთელების შედუღაბების იმედი მაქვს, რმ თავად იპოვნიან ერთმანეთს და გუნდურ თამაშს, პრესინგს, კონტროლს და ა.შ.
და ლუის ენრიკეს გაგდება ნამდვილად არ მინდა
მინიმუმ 1 სეზონი დაიმსახურა (+ კიდევ)

, ეს ის შემთხვევაა, მართლა ნაჩქარევი რომ იქნებოდა გაგდება
და არც არავინ გააგდებს, გამორიცხულია
მაგრამ თავად შეიძლება წავიდეს, 40% რომ ჩავარდნის შემთხვევაში აღარ გააგრძელებს კონტრაქტს
თუმცა მაგას რა გონია, რომ სადმე მაგარ რამეებს იზამს? ხიხონია მაგისი ბოლო, გვარდიოლა ძლივსაა სხვაგან, მართლა გენიოსი

არ მინდა კუმანები, საკრისტანები და მითუმეტეს აბელარდოები, ან მეორე მწვრთნელს გაპირველება :| უნსუე იქ მერე ხერარდი მერე ჟოან ბარბარა და ფეისპალმი
ფეხბურთელებო ათამაშდით თქვენი
ყველაფერი წინაა, -9 ქულის თამაში იყო, მართლა გადარჩით და 6-ია
არაფერი არაა 6 ქულა, მართლა არაა 11/12-ის სეზონი 100-ზე ავიდნენ
უბრალოდ სტაბილურბის დაბრუნებაა საჭირო, თამაშის, გასვლებზე, შინ (ორივეგან სხვადახვა გუნდია რაღაც მუტაციის შედეგი) არც ზედიზედ 15 მოგებას ვითხოვ
იბრძოლეთ მაინც, ეგრე არ გახადოთ ჩემპიონები ეს მათხოვრები :|