pato-7არაფერი არ შემშლია ვაბშე )) რაზეა საუბარი კი მარა.
brunoროჯერ, კონტექსტიდან აზრის გამოტანა ხომ შეგიძლია? ვიცი რომ შეგიძლია. ჯერ ერთი, შენ არ იყავი რომ მეუბნებოდი არ ვიკამათოთ, შენი საპირწონე არ ვარო? თუ მაგას მეუბნები მერე რაღატო დებ ჩემს ძველ პოსტებს და დამცინი პირდაპირი მნიშვნელობით? შენი აზრით დაცინვა ზრდილობიანი ადამიანის საქმეა?
და მეორე, კონტექსტს რაც შეეხება: ახლაც ვფიქრობ და მაშინაც ვფიქრობდი, მომავალშიც კაი ხანი ვიფიქრებ, რომ მილანის პრობლემებიდან მწვრთნელი და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მიზერული მნიშვნელობის. ბევრად უფრო დიდი პრობლემები აქვს გუნდს და როცა აშკარაა, რომ მწვრთნელს ხელს აწმინდავს მმართველობა და 2 წლის განმავლობაში 4 მწვრთნელს ცვლის მაშინ ნებისმიერი მწვრთნელის დედა ვატირე, მათ შორის კონტესიც და ანჩელოტისაც, თუ მაინცდამაინც. ახლა კონტეს ანნჩელოტის არ ვუტოლებ და ისიც უნდა ვთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატის მერე მართლა შემეცვალა წარმოდგენა კონტეზე (უფრო სწორად, ისეთი რაღაცები დავინახე მის გუნდში, რასაც ადრე იუვეში ვერ ვხედავდი, ნუ ისიც არის, რომ იუვეს ყველა თამაში არ მინახავს ნაღდად, არ მაქვს მაგდენი დრო).
ახლა რომ ვუყურებ, ამ გუნდს (წლევანდელს) დისციპლინის მხრივ არ აქვს პრობლემა და ბევრ რამეში მიხაილოვიჩის ხელი ურევია. სიმართლე ვთქვა, არ მგონია კონტეს უკეთესი შედეგი ქონოდა, ვიდრე მონტელას აქვს (ისედაც საკუთარ თავს ვჯობნით წელს). მოკლედ, მიხაილოვიჩი გააგდეს იმის გამო, რაც მისი ბრალი არ ყოფილა. მაშინ არ უნდა მოეყვანათ, მაგრამ ბერლუსკონის ბოლო პერიოდში მწვრთნელები მოყავდა მარტო იმისთვის, რომ მერე ადვილად გაეგდო. თავიდან არ ვიყავი მიხაილოვიჩის დანიშვნის დიდი მომხრე, მაგრამ რაკი დანიშნეს, უნდა დაეცადათ. სტაბილურობა არის ერთ-ერთი მთავარი რამე გუნდში და მწვრთნელების ხშირი ცვლა რა შედეგის მომტანიცაა შეგიძლია ძამპარინის პალერმოს დააკვირდე და მიხვდები. ხოდა, კონტექსტი ეგ მქონდა და თანაც ყოველთვის ვამბობდი და ხაზს ვუსვამდი ამას, რომ თუ რაღაც საქმე დაიწყე, უნდა დაამთავრო. მით უმეტეს, რაღაც კატასტროფული შედეგი არ ჰქონია მიხაილოვიჩს და ბევრ თამაშში საკუთარ თავზე მაღლა ახტა ის გუნდი. თანაც, დისციპლინის მხრივ აზრზე მოიყვანა ბალოტელის და მენეზის, ნიანგის გუნდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, არ ხარ მართალი როცა მაგ პოსტებს დებ და "დამცინი" და ჯობია შეწყვიტო.
და ისე ბევრი ფაქტორი იყო, მისი იუვეს ყოფნის პერიოდში, რის გამოც კონტე არ მევასებოდა. მეზარება ახლა ჩაღრმავება. უფრო პიროვნულად ვგულისხმობ, თუმცა ჩემი აზრით მისი იუვე არც ისე დახვეწილი არ იყო ტაქტიკურად. მერე იტალიაში ნაღდად სწორად ითამაშა და ვერ ვიტყვი ვერაფერს, მაგრამ იუვეზე არ იყო მასე.
აქაურები კიდევ, ვინც ეს პოსტები წაიკითხეთ და მე "შეცდომაში" მდებთ ბრალს აშკარად მეხსიერება გღალატობთ. ნესკაფეს კიდევ, "იმედია ყველამ დაინახაო" რომ დამიწერა

ვინ რა დაინახა? მიხაილოვიჩის გაფუჭებულს მე ამ გუნდში ვერაფერს ვხედავ. რომ არ გაეგდოთ ეგ კაცი შუა სეზონში ევროპა ლიგაზე მაინც გავიდოდით. (აქვე დარწმუნებული ვარ, რომ კონტე რომ მოსულიყო გაგვიყვანდა ევროპა ლიგაზე, მაგრამ უფრო მეტზე ვერ).
აქვე, როჯერ ფედერერი იმდენად "მიუკერძოებელია", რომ ადრე აქ ამტკიცებდა რომ მატრი იყო საუკეთესო თავდამსხმელი მსოფლიოში (იუვემ როცა იყიდა, იასნა). მატრის რომ თავი დავანებოთ, სიმონე პეპეზე წერდა ძაან მაგარიაო, კიდე კაი ვიყიდეთო

(ნუ ახლა პოსტებს ვერ ამოვაგდებ, სად მაქვს მაგათი ძებნის თავი)
კაროჩე, რა რა და ობიექტურობაზე რომ მიდგება საქმე ცოტა დაფიქრება ჯობია სწრაფად რამის დაპოსტვას

აბა ადიოს.
კამათს არ ვაპირებ მე, ისედაც საკმაოდ დაღლილი ვარ. უბრალოდ უსამართლოდ ვიღაც გადამთიელი თემის მკვიდრი დამცინოდეს ნაღდად არაა ჩემთვის მისაღები.
თუ ეს პოსტი არ გახდა საკმარისი ჩემი გადასახედის კარგად დასანახებლად, მაშინ მართლა არ ვყოფილვართ საპირწონეები როჯერ.
This post has been edited by Bowman on 20 Dec 2016, 09:36