ეხლაც ემოციებში ვარ რა, თამაში და კომბინაციები მომეწონა ძაან. რამდენი ხანია ესეთი მონდომებული მილანი არ მინახავს.
ცოდოები იქნებიან ლიგაზე რომ ვერ გავიდნენ, მაგრამ რეალისტური შედეგი უფრო ევროპა ლიგის ადგილია რა.
ტორინო ძაან კაი გუნდია, არაფერმა მოგატყუოთ. მიხაილოვიჩი შედეგს ვერ დებს ხო, ეგ დიდი მინუსი აქვს, მარა კარგ თამაშს რომ აჩვენებენ მაგისი დამსახურება დიდია. ისწავლის ეგ კაციც შედეგზე თამაშს იმედია.
კაროჩე, სუსო არის ძალიან მაგარი, უდიდესი პროგრესი აქვს ამ სეზონში და რამდენიმე ისეთი მოძრაობა გააკეთა რო რონალდინიო გამახსენდა, არ ვღადაობ

ლოკატელი კიდევ თამაშიდან თამაშამდე ძალიან უმატებს და კიდე კაი რო ეგ გვყავს და კიდე კაი რო მონტოლივომ ტრავმა მიიღო (მე არ ვარ მონტოლივოს ჰეითერი, რო დაბრუნდება დიდი ძალა დაგვემატება).
რომანიოლის რაღაც საშინელებები არ უქნია, არც პირველ გოლზე, მაგრამ ნუ, ცუდად ითამაშა. პროსტა, ფლანგზე უწევდა სულ დაზღვევა კალაბრიას გამო. კალაბრია დიდი არაფერია მაინც, დე შილიო რომ გვყოლოდა შეიძლება პირველი გოლი საერთოდ არც გაგვეშვა.
შემდეგი თამაშI პრობლემა იქნება ძაან, დაცვაში ვინმე გვინდა რა.
აბატე კატასტროფა ნაღდად არ არის, ძაან ცუდად აღწერთ და კარგს რასაც აკეთებთ ვერ ხედავთ. მაგისი პლიუსი სიჩქარეა, მაგრამ ტორინოში ძაან ახალგაზრდები თამაშობენ და ასწრებდნენ გუშინ აბატეს, რა ექნა. პენალტზეც კი ითამაშა ცუდად.
ბონავენტურა თამაშს კი იღებს თავის თავზე, მარა ხანდახან ძაან საჭირო პასს არ აკეთებს და ცუდია ეგ, მარა მაინც სახიფათო იყო გუშინ და კიდე კაი გვყავს.
ბაკასაც რაღაც ენთუზიაზმი აქვს მომატებული, გუშინ რამდენიმე კაი პასს ცდილობდა.
აი ბერტოლაჩის არ ეშველა არაფერი და ნიანგი იმენა ჩაჯმული გამოვიდა, მგონი დანძრეული აქვს ფსიქოლოგიურად და მალე გაასუხარონ ჯობია, თან არსენალს უნდა ნიანგის ყიდვაო და ნიანგისთვისაც უკეთესი იქნება და მილანისთვისაც.
კაროჩე, რაღაცის იმედი შეიძლება გვქონდეს რა, ევროპა ლიგის მაინც.
მთავარია ზაფხულამდე გაიყიდოს ეს გუნდი და ზაფხულის დასაწყისშივე ბელოტი დადონ, მერე რამე იქნება. ბელოტი უნდა იყოს #1 სამიზნე.
ნუ, ნახევარდაცვა გვჭირდება, მარა ბელოტის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.
This post has been edited by Bowman on 17 Jan 2017, 11:16