ვენგერი ბარსაში რომ წავიდეს (ჯერ არ დამიჯერებია თუ დადგება დღე მისი არსენალიდან წასვლისა) და მერე არსენალს ვენგერის ბარსა რომ დაეჯახოს მერვედფინალში.
ერთ-ერთი ესპანური გამოცემა წერს, რომ არსენ ვენგერი შესაძლოა "ბარსელონას" თავკაცად მოგვევლინოს.
წყაროს მოჰყავს არგუმენტები, თუ რატომ იქნებოდა იდეალური ფრანგი სპეციალისტი კატალონიური გუნდისთვის.
1. ვენგერი თამაშობს ზუსტად იმ ფეხბურთს, რასაც "ბარსელონა". ფრანგი დაცვაში არასდროს დგება და ძირითადად გადაცემებზე და შეტევაზეა კონცენტრირებული.
ამავდროულად, ასეთი თამაში "არსენალით" შეუძლებელია, რადგან არ ჰყავს შესაფერისი ფეხბურთელები. ვენგერის ტაქტიკა "ბარსელონაში" იდეალური იქნებოდა.
3. იწერება, რომ სეზონის ბოლოს ლუის ენრიკეს გაუშვებენ. ფაქტია, რომ ესპანელი წელს ჩაფლავდა. გუნდმა, იანვარში თითქმის 99%-ით დაკარგა ლა ლიგის ტიტული, ახლა კი ჩემპიონთა ლიგასაც გამოეთიშა.
ცხადია, რომ წარუმატებელ სეზონს ენრიკეს არ აპატიებენ.
3. შემცვლელი? თუ გადავხედავთ მწვრთნელებს, დღესდღეობით ყველა ძლიერი სპეციალისტი დაკავებულია. შესაძლოა "ბარსელონა" რონალდ კუმანმა ჩაიბაროს, თუმცა ვენგერზე უფრო მეტ ფსონს აკეთებენ, რადგან კუმანს ჯერ დიდი გუნდი არ გაუწვრთნია და პირდაპირ "ბარსელონა" ანდონ, ნაკლებად სავარაუდოა.
4. როგორც იცით, არსენ ვენგერი დიდად ტრანსფერების მოყვარული და ფულის მხარჯველი არ არის. ეს "ბარსელონასთვის" იდეალურია, რადგან გუნდი ყელამდე ვალებშია. ვენგერი მაქსიმალურად გამოიყენებდა მოქმედ მოთამაშეებს.
5. "ბარსელონა" ყოველთვის იყო ცნობილი თავისი სკოლით. "ბლაუგრანას" აკადემიიდან პირველ გუნდში არა ერთი ვარსკვლავი გადასულა. დღესდღეობით ეს ტენდეცია კლებულობს. არსენ ვენგერი კი არის კაცი, რომელსაც ახალგაზრდების აღმოჩენის კარგი ნიჭი აქვს. ამბობენ, რომ ფრანგი "ბარსელონაში" მისვლის შემთხვევაში, აკადემიის ფეხბურთელებს შანსს მისცემდა და მათგან ბევრს დიდი მოთამაშედ აქცევდა.