ასე დაძაბულს ძაან დიდი ხანია არ მიყურებია თამაშისთვის.. წყნარ მოგებებს ემოციის მხრივ მირჩევნია ასეთი დასამახსოვრებელი მატჩები მთელი თავისი ნეგატივით
მააჯობაზე თქმას რა აზრი აქვს, გრძელდება ბარსელონასთვის დაბრკოლებების შექმნა, ამათი ჯიში რომ #####ან! ნეიმარზე რა პენალტი არ დადეს, ბიჭო, ვერ ვიჯერებ, ამათთვისაც კი ზედმეტია. ნუ იქეთ ადურისმა რომ ლამის მოკლა უმტიტი და არაფერი, მაგაზე ცალკე დავწერ (იმედია ეს ### ბიუროკრატები სარჩელს შეიტანენ და დასჯად მოითხოვენ მაგ არაკაცის!). რამდენი ეპიზოდი იყო სადაც არარსებული ჯარიმა დადო ჩვენზე და იმათ გაუტარა. რამდენი საყვითლე ეპიზოდი გაატარა ტიპმა, კიდე ცოტაა ის ორი წითელი, უფრო ადრე იყვნენ გასაყრელები ამათი ველური დედის მუტლები #####ან
ადურისის დედას შევასხი. ატლეტიკოში რატო არ მიყავთ ? ან მოურინიოს რატო არ მიყავს, მაგათთვისაა დაბადებული. მოვუტყან ჯიში და ყველა ტაშის დამკვრელი. ეს რა უქნა ამ არაადამიანმა, ასე როგორ გაწირა კაცი (არ უნდოდაო არ თქვას ვინმეს, ზუსტადაც რომ უნდოდა; ფაქტია არც ბოდიში მოუხდია და ასე შემთხვევით არ ურტყამენ ხელს ყელში; მერეც რომ განაგრძობდა პროვოცირებას). როგორ ხროტინებდა უმტიტი, ცუდად გავხდი, ლამის კანკალი დამეწყო. ამას შტეგენის ისტერიკა დაერთო თან, მეგონა კვდებოდა და ბრავო ექიმებს!
ბაგირაზე ცალკე ვიტყვი

ჩემი ჟილკიანი და მხეცი ბაგირა! რო მიუვარდა როგორც კი შეძლო და არ შეარჩინა. იმენა ეგ ჟილკა და ხასიათი აკლია გუნდს რაც მაგ მომენტში გამოაჩინა. ძალიან მაგარი პიროვნებაცაა ძალიან მაგარ მცველობასთან ერთად

პუმტიტი

თამაშზე რა ვთქვა, ახალი არაფერი.. ბუსის ოდნავ ჩამოეძინა, მაგრამ დროებით.
ლუჩოს ცვლილებები კრიტიკას ვერ უძლებს და ხარისხი ხომ საერთოდ. რატომ გაყავდა რაკიტიჩი და ანდრე რას შემოყავდა ან ამ რაფინიას რატო აღარ ათამაშებს, ყველაზე მეტად მაგის სითავხედეა საჭირო ასეთ თამაშებში.
შორიდან დარტყმები ცალკე მოვლენაა ამ გუნდში. რამდენი ეპიზოდი იყო რომ დასარტყმელ პოზიციაზე იყვნენ და არ დაარტყეს, პასზე ითამაშეს. ამას ბიძიკო ფილოსოფია კი არა ###ობა ქვია უკვე. ბუსკეცის ადგილზე ყველა დაარტყამდა და ამან პასი გააკეთა. არა, ყველა კი არა, ბუსკეციც დაარტყამდა, ოღონდ სხვა გუნდის მაისურით რომ ყოფილიყო. ლელოა დადება უნდათ და სულ ვერ დადებ ამ ლელოს, შორიდან დარტყმაა საჭირო რიგ მატჩებში.
რავიცი, ვისაც კოუტინიოს მოსვლა გინდათ ამ ყველაფრის შემხედვარე ძაან სხვაგან ხართ, მეტი რა გითხრათ. არ მიეცემა მაგას საშუალება გამოავლინოს თავისი საუკეთესო მხარეები.
ამ საცოდავ პაკოზე გიდე რა ვთქვა, შეცდომაა ამ კაცის აქ ყოფნა და ჰა, შეეცით თუ გინდათ. საცოდაობაა, საცოდაობა. ჟილკა ან აგრესია მაინც ჰქონდეს. ვერ აღვწერ ამის მდგომარეობას. ბოლო კითხურისას რომ აჩვენეს ახლო კადრით, ჩაწოდებამდე, სიცილი ამივარდა. ან რა გამოსაყვანი იყო 3 წუთით. კიდე თუ ვინმეს გჯერათ ამ უდღეურის და ღმერთმა გისმინოთ და მართლა წაგვეხმაროს ეგებ რამით.
რობერტოს იმედად არ შეიძლება ფლანგის დატოვება..
მოკლედ, პრობლემები არის. ყველგან. ყველა რგოლში. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვართ იქ სადაც ვართ და კიდევ არის რამის ამბიცია - მესია.
აგებ - მესი გვაბრუნებს თამაშში
ვიგებთ - მესი გვაგებინებს
რამე იქმნება - მესი ქმნის არსაიდან
რა ქნან არ იციან ? - აძლევენ მესის ბურთს, იქნებ რამე მოიფიქროს
ესაა ლუჩოს გეგმა - იქნებ მესიმ რამე ქნას
აბა გუნდს არ ეტყობა არაფერი რომ მწვრთნელი ყავს და დადიან თავმოჭრილი ბატებივით. თამაში რომ შეუძლიათ ვიცით, მარა მიმართულების მიმცემია გადამწვარი. ტრაკში ვართ ყველა მხრივ და ისევ მესი თუ ამოგვათრევს, სხვა გზა არაა.