პრობლემები, პრობლემები ევრივია
გუშინ მეძინა და ცოტა გამომიყვანა მდგომარეობიდან ძილმა, დილით ფაჩულიას ამბავი დამხვდა კიდევ და ცოტა მოვედი ხასიათზე
დავწერ, გადავაყოლებ გულს
მესი, მესი და მეს
ეგ რო არა, რა გვეშველებოდა მართლა.. სული, გული, მომავალი, აწმყო და ყველაფერი მესია
მაგით გვიდგას სული

პიკე
პიკენბაუერი

როდის გახდება პრეზიდენტი ერთი სული მაქვს
ბევრს არ აქვს მაგის ყვერები რომ ეგრე დადგეს როგორც თვითონ დგას და იქცევა, მოედნის მიღმა მოქმედებებს ვგულისხმობ რა თქმა უნდა. ტვიტერზე აქტიურობას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა. გუშინდელი საქციელიც მისი ხასიათის ერთი შტრიხია, რომელიც ძალიან წაადგება გუნდს გრძელვადიან პერსპექტივაში. შეიძლება ახლაც, მაგრამ არ ვიცი, ამ გუნდს რა უშველის, როგორ აათამაშებს და რა. პოლიტიკა კი სწორი აქვს, ძლიერი სამეგობრო კონტაქტები: ცუკერბერგი და ეტც.; რამაც გვაშოვნინა კიდევაც ეს სპონსორი რაკუტენის სახით. შეიძლება არ არის მსოფლიოს N1 ბრენდი, მაგრამ იაპონიასა და აზიაშ კარგი ბრენდია, მოწინავე. პატარა მაგალითა იმის, თუ საით მიდის პიკე: პიკე მიდის დიდი გავლენის და ძალაუფლებისკენ, არა ლოკალურად, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. კონტაქტებს არ ეძებს მხოლოდ ესპანეთში და არც მხოლოდ უბრალოდ მილიონრებში, არამედ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ სახეებში

ძრწოდეს მადრიდი, ააზანზარებს ყველაფერს ძალიან მალე.
ისენი ამბობდნენ, კომენტატორები (უკომენტაროდ ამათი ბოდვები), რომ ბარსელონა ათი კაცით თამაშობს თითქოს, როდესაც მოედანზე ანდრე გომეში ან დენისი არიანო. კი, მართალია, ასეა ნაწილობრივ, მაგრამ არა მთლიანად.
დენისის დიდ კლასზე ვერ დავდებ თავს, სევილიაში და ვილიარეალში კარგი გამოსვლა არაა საკმარისი, მაგრამ ანდრე გომეში კი მგონია იმ გაქანების მოთამაშე, ერთ-ორ წელში ბარსას დონეს რომ იმსახურებდეს, მაგრამ ამ რესურსს ათვისება უნდა. ათვისება სწორად და არა ისე, როგორც ითვისებს გუნდი, როცა უმეტეს შემთხვევაში იყენებს ენრიკე ანუ არ იყენებს.
ვერ ვხვდები რას აშავებს რაკიტიჩი ანდრეზე ან დენისზე მეტს რომ გადაეკიდა. არაა ეს მისი საუკეთესო სეზონი, ამაზე ბევრად მაგარი გვინახავს, მაგრამ როცა მოედანზეა არაფერი ფუჭდება. მიუხედავად იმისა, რომ იმათზე ბევრს არც არაფერს აკეთებს, მაგრამ მაინც. სხვა თუ არაფერი დაზღვევაზე მანც გადადის მარჯვენა ფლანგზე, დაცვაში, როცა სერხი წინ გავარდება(სერხის შემცვლელი კი მოსაყვანია სასწრაფოდ, არაა პროდუქტიული; გამოვა იმედია სრნას ტრანსფერი). ამათგან არ მახსოვს ეს გაეკეთებინოთ.. ერთი პოზიციით მეტი თუ არ ვართ ივანთან ერთად, ნაკლებიც არ ვართ. მარა შესცა რა, ძაან გაუტია ამ უბედურმა, აჭრილია მაწონივით.
არდას თემას მივაყოლებ ბარემ მაგათ. აბნეულია ეს კაცი. რა ქნას. გუშინ რატო შემოუშვა, რა დავალება ჰქონდა მიხვდით ვინმე ? მე ვერა. რა პოზიციაზე იდგა ვერ გავიგე. ვერც თვითონ გაიგო ასე მგონია. ინიესტა ნეიმარი სუარესის ირგვლივ დააბოტებდა. არაა ეს ის არდა რომელიც შეიძლება იყოს, ეგეც ენრიკეს ბრალია. დინიე ძაან კაი იყო გუშინ და რატო შეცვალა, რა შემატა თამაშს. ერთი კლასი დადო დინიემ, 100 % გოლისგან გადაგვარჩინა. ჰოდა ბარემ მაშერანოც კიდე, პატკატებში რო მიდის იმენა ღმერთია

ბარძალი შეედრება მარტო დღევანდელი მცველებიდან ამ კომპონენტში.
ნეიმარს ალბათ ახალწვეული ჰგონია თავი და ვერ გააქვს მაგიტომ..
სუარესი არაა ფორმაში..
მსაჯობაზე რა უნდა ვთქვა, ორი დაფარება გააკეთა ბრუნო სორიანომ და პენალტი არ დადო

კატასტროფაა ესპანელი მსაჯები და ტებესის დირექტივების მერე ხო საერთოდ. მაშერანოზეც იყო პენალტი, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ორი უფრო იყო. მაშერანოს განზრახ არ უთამაშია ხელით, გაშლილზე მოხვდა, მაგრამ იქ რაც სორიანომ იკადრა არ ვიცი, ბურთი ჯერ ხელით აიღო, კაი მეკარეს შეშურდებოდა

და მერე ხელი დააფარა, მეორე ეპიზოდში

აღარ მჯერა რო ეს რამეს მოახერხებს, ძაან აჭრილია ლუჩო. ძაან. მეცოდება ისე ლაპარკობს და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს. უნდა დაუსვან საკითხი, მისცენ რამდენიმე თამაშიანი დედლაინი და თუ არ გამოსწორა რამე, ნახუი. აღარაა იმს დრო, რომ ვილოლიავოთ, კატასტროფისკენ მიაქანებს გუნდს და არ უნდა გადავყევეთ ერთი კაცის უაზრო ახირებებს. მიუხედავად დიდი პრობლემებისა, ამ შემადგენლობითაც შეიძლება ყველაფრის გამოსწორება, ჯერ კიდევ. მთავარია მწვრთნელმა მიიღოს სწორი და უმტკივნეულო გადაწყვეტილებები

თუ ვერ მიიღებს კიდე გავუშვათ.
შემდეგ ზაფხულს კიდევ აუცილებლად უნდა მოვიდეს ვერატი.
და წესიერი მწვრთნელი.
კუმანის არ მწამს. არც ვალვერდესი.
მოიყვანონ სამპაოლი ან ალეგრი.
სხვაზე ვერავიზე ვფიქრობ ახლა.
მესით დავიწყე და მაგითვე დავამთავრებ ბარემ..
ის პასი ნეიმარზე, იყო საოცრება, ენა ჩამივარდა..
და ძაან გამისწორდა უმსგავსომაც რო აღნიშნა, სხვამაც რომ შეამჩნია.
ძელის ეპიზოდმა კიდევ მილანთან გოლი გამახსენა, ოღონდ იქ სივრცე ჰქონდა, გუშინდელთან შედარებით.
ვილოცოთ რო არაფერი მოუვიდეს ლეოს, თორე ნახეთ მერე მართლა რას გვიზამენ.
ეგ რო არა ბილბაოს უკან ვიქნებოდით ცხრილში.