გილოცავთ
მეც ვუერთდები აქ გამოთქმულ აზრს... ჯობდა არ გაეგდო კოშელნი და თუნდაც წაგვეგო
მთლად ეგეთ გაფარჩაკებას არ იმსახურებდა არსენალი
მაგრამ ფერბურთელსაც პრეტენზიას ვერ წაუყენებ როცა რაღაც კონკრეტულ მონაკვეთში მაქსიმუმი გააკეთა
გასდიოდათ და გაიტანეს და ისიც მართალია რომ კოსტას დასამტკიცებელი აქვს რომ თუნდაც რიბერი/რობენის წასვლის შემდეგ ადგეილი ეკუთვნის ძირითადში (რამდენად ეკუთვნის და რამდენად დაამტკიცებს ეგ სხვა ამბავია)
პოტენციურ მოწინააღმდეგეებს რაც შეეხება...
რეალი თუ შეგხვდა, ჯობია ეგ ფინალამდე მოხდეს, ფინალს თითქმის არ აგებენ ესენი
ატლეტიკოს, პირიქით ჯობია ერთი თამაში იყოს და გასვალზე არ მოგვიწიოს თამაში
დორტმუნდი არ მინდა შეგვხვდეს.... არ მინდა ჩვენ გავაგდოთ და მითუმეტეს საპირისპირო ვარიანტი
პსჟ საინტერესო მოწინააღმდეგე იქნება, თუმცა მარტივი არა... მაგრამ ჩვენი გამოცდილება ძალიან დიდი უპირატესობაა და თან მეორედ ეგეთი სრულყოფილი თამაში გამოუვიდეს გუნდს რაც ბარსასთან იყო არა მგონია
სიტი

თან მინდა ჭკუა ვასწავლოთ იმ შარლატანს და თან არა... ზედმეტი ემოციური დატვირთვის გარეშე მირჩევნია მოგვიწიოს თამაში
იუვე პატივსაცემი მოწინააღმდეგე და გაძლიერდა კიდეც, მაგრამ ფავორიტები მაინც ჩვენ ვიქნებით
სევილია-ლესტერს რაც შეეხება... მათთვის შემდეგ ეტაპზე გასვლაც დიდი წარმატება იქნება..
3 ნაბიჯი დაგვრჩა