სანე ძალიან მაგარია, ასისტის და გოლის გარეშე თითქმის აღარ ტოვებს მოედანს, თავდაჯერებულია, არანორმალური სისწრაფე აქვს.
იგივე ითქმის პრინციპში სტერლინგზეც, თუმცა სანეს ერთი შეხედვითაც ეტყობა რომ გაცილებით დიდი გაქანების და მასშტაბის იგროკია, როგორც ჟესუსას.
აი სტერლო კიდევ გრანდის დონის გუნდში სკამზე, მეთორმეტე იგროკად, როტაციისთვის იდეალურია. აბა ნავასს და ნოლიტოს მიდლსბრო აღარ აიყვანს.
თუმცა სკამი პირობითია, ყველა ვხვდებით წლევანდელი სეზონის ყურებისას რომ პეპის ტაქტიკა თითქმის ყოველ მეორე მატჩში როტაციას მოითხოვს.
მეკარეს რაც შეეხება აუცილებელია, ბრავოს ცირკაჩობა აუტანელია უკვე და ვაღიაროთ რომ ყველაზე ნაკლებად ვისზეც ვიფიქრებდით სწორედ ის
გაფლოპდა. ბენფიკას ედერსონია ახლა ყველაზე ბრჭყვიალა პროდუქტი ბაზარზე, ასაკითაც შეეფერება კლუბის ბიზნეს გეგმას, ამიტომ გაიწევენ მგონია.
პს კლიში და ტურე ამ თამაშით ჩემი აზრით დაირტყამენ ახალ კონტრაქტებს. ზაბალეტაც, კოლაროვიც და კაბალეროც ახლოს არიან.
სანია, კომპანი, ფერნანდო, დელფი, ნავასი წავლენ 100%. სანიაზე მწყდება გული მაგრამ ზაბა უფრო ახალგაზრდაა და ძირითადისთვის არცერთია საკმარისი,
სკამზე კიდევ მაინც ზაბა ჯობია, კლუბში თავისი როლი აქვს. კოლაროვი ცენტრში შეიწევს და კლიში სკამზე

მეკარე, ორი ფულბექი, ცენტრალური მცველი, სილვას სტილის ბურთის მთრეველი (ისკო, ბერნარდო, ვილშირი, ..).
ეს პოზიციები დაიდება ზაფხულზე, ტურე თუ არ დაიტოვეს ჩამშელელი პლიუს.
https://twitter.com/PaulMosey/status/840567...src=twsrc%5Etfwპეპის და აგუეროს ჩხუბები რომ მედიის მოგონილი სისულელეა მგონი ვთანხმდებით უკვე
This post has been edited by DATO1 on 11 Mar 2017, 22:20