და გუშინ კიდევ ერთხელ დავინახე, რატომ არის ბარსა განსაკუთრებული გუნდი

არავისთან არ იკეტებიან ისე, როგორც ბარსასთან და ასე იყო ყოველთვის
(სიტყვაზე: ლობანოვსკის კიევოს დინამო არასდროს იყო ჩამჯდარი ისე რეალთან, როგორც ბარსასთან)
და ზოგიერთი რომ აბრალებს ბარსას, ფეხბურთს კლავენ ფლობითო

როცა მეტოქის ბრალია 100%-ით
ეს ადრეც დამიწერია, ყოველთვის მიმიქცევია ყურადღება იმ თამაშებისთვის, როცა მეტოქეს უკვე არაფერი დარჩენოდა ,,თამაშის გახსნის" გარდა
და ეგ მოხდა გუშინ
პირველი უსაძაგლესი ტაიმის შემდეგ, აი არ ვიცი, რამ გამაძლებინა და ვუყურე თვლემით, რაღაც უსაზიზღრესი გრიპით და მეთქი დამეძინოს, მეორე ტაიმს ჩანაწერში ვნახავ
და მერე სოსიედადმა ფეხბურთის თამაში დაიწყო, როდის იყო ბარსას ,,თამაში ჩაეკეტოს" და ჯერ 1 თვალი დავაჭყიტე, ხუთ წუთში კიდევ წამოვიმართე და ისე დავიწყე ყურება, არა გადატრიალებულმა
და ან მიკვირდა, ნეტა ძილმა გადამიარა თუ რამე საინტერესო ხდება?
რაც დრო გადიოდა, სულ უფრო ვრწმუნებოდი, რომ კარგი თამაში წავიდა, ორმხრივი, გახსნილი (ჰოდა ასეთ თამაშებშიყოველთვის, ყველაზე მეტად საუკეთესო ფეხბურთელი გამოჩნდება ხოლმე, ეს კი მესია)
და დღეს რომ ვნახე ერთი კაი კაცის (კრუსი ასიდან) სტატია, პირველ ტაიმში ლუის სუარესი ფულზე ლაპარაკობდა და ვალდანო ამთნქარებდაო (რადიო-წამყვანები), მეორეში კი ,,ნაღდი ფეხბურთი წავიდა" და ყველამ მოვითქვით სულიო, მივხვდი, რომ ეს უნდა დამეწერა

ჩემი ფავორიტი ანგარიშიც დაიდო, 5:2 ყველაფერს მირჩევნია
90-იანები გამახსენდა, მაშინ იგებნენ ხშირად ასეთი ანგარიშით და თამაშით
დენისმა რომ ლაუდრუპივით გაიტანა, ვერ ვიჯერებდი რომ გამოუვიდა

, ოლდსქული შესრულება იყო
და მესის პასები