მოკლედ,ამ თემაზე აღარ ვაპირებდი საერთოდ გამოხმაურებას,მაგრამ ჩვენი მეგობარი ისეთებს წერს ქართულ პრესაში,რომ არ გამოვაჭენო,შანსი არაა!!!
papaaniძვირფასო ლაშა,ერთი ფრიად სკურპულოზური კითხვა მაქვს - შენს გარდა ლელოში არის ვინმე ისეთი,სულ ცოტათი მაინც რომ ერკვეოდეს იტალიურ ფეხბურთში?

აბა რას უნდა მივაწეროთ ამდეტი ტყუილის და დეზინფორმაციის წერა?

თუ უკვე ეგ გაზეთი "ყვითელ პრესად" გადაიქცა და ჰჯერ არ ვიცით???
აბა რას მივაწეროთ ის,რომ ნებისმიერი(!) სტატია უკიდურესი არაკომპეტენტურობითაა გაჟღენთილი???
დღეს ვშლი ამ გაზეთს და მხვდება გაშანშალებული სტატია,დიდი ასოებით გამოტანილი და დარისხებული განგაშის ზარები:

ერთი პატარა,უპრეტენზიო აბზაცი და 3 (!!!) ტყუილი! (ტყილი თუ არაკომპეტენტურობა,შენ გადაწყვიტე,ჩემთვის არაფერი იცვლება)
1. ბოლო დღეებში თურმე იტალიური სპორტული მედია აქტიურად იქექება კალჩოპოლის საქმეში (???)
სად,სად იქექება,სად ნახე - ერთი ყვითელ კვერცხ საიტზე ერთი კვერცხის ასავალ-დასავალის დონის ინტერვიუ ჩაწერეს და სადღაც ვიღაც აქაურმა იუზერმა მიაგნო

))
აგერ,იტალიური პრესის პირველი გვერდები:
დედაქალაქური "კორიერე დელო სპორტი"

მილანური "გაზეტა"

ტურინული "ტუტოსპორტი"

დებილები თუ გგონივართ და გგონია,შენს მეტი არავინ ადევნებს თვალს უცხოურ პრესას,პირდაპირ გვითხარი

))
............................................................................................
* * *
გავაგრძელოთ:
"... რის შემდეგაც "იუვენტუსს" ორი სკუდეტო ჩამოართვეს და "ინტერს" მიანიჭეს...
აი,იმენა მამალი ტყუილი

))))) ვის რა მიანიჭეს???

)))))))))))))))
2004-05 სკუდეტო გაუქმდა!!!! თუ არ იცი,შეგიძლია იკითხო,არაა სირცხვილი

და 2006 წლის კი არ ჩამოართვეს და მიანიჭეს - ქულები დააკლეს იუვენტუსს,მილანს,რომას ფიორენტინას,ლაციოს და კიდევ რამოდენიმე კლუბს,შესაბამისად დაკლებული ქულებით ცხრილმა სულ სხვანაირი სახე მიიღო,ამ ქულების ხარჯზე გაასწრო ინტერმა დანარჩენ გუნდებს,ვინც წინ იყო და იმის მიხედვით გადაეცა მხოლოდ ერთი (!) სკუდეტო!
...........................................
"... სკანდალური განცხადება გააკეთა "კალჩოპოლის მოსამართლემ კარლო პორჩედუმ... "
საერთოდ პირველად გავიგეთ ეს გვარი,რადგან იმ დროს,როდესაც პროცესები მიდიოდა,მოსამართლე იყო სტეფანო პალაცი! ვღადაობდით კიდეც ამის გვარზე,სასახლე იყო ტიპი გვარად

)
ეს პორჩედუ დავგუგლე და საერთოდ,2008 წლის მერე ჩნდება,რობა ფედერალური პროკურორი იყო 2008-11 წლებში,ხოლო ახლახანს დაუნიშნავთ სააპელაციო სასამართლოში და ძალიან დიდი შანსია,პროსტო ერთი მყვირალა ინტერვიუ მისცა "ილ ჯორნალეს" იმის გამო,რომ უფრო ცნობადი გახდეს,ან სულაც რამე მელკი გარიგებას ჰქონდეს შეიძლება ადგილი,რადგან იმ პერიოდში ეს ვიღაც მელკი სოშკა იყო,არაფერს წარმოადგენდა და ახლახანს დაინიშნა ამ სააპელაციოში!

ესეც ის ლინკი,სადაც ამ პორჩედუმ ინტერვიუ მისცა,საიდანაც გადაიწერეს მერე ტუტომ და 1-2 კვერცხმა გამოცემამ:
http://www.ilgiornale.it/news/sport/calcio...er-1366069.htmlპ.ს. ლელოს სტატია ბოლომდე ვერ წავიკითხე,ერთი აბზაციც საკმარისი იყო

სხვა დროს,ეცადე,უფრო კომპეტენტური იყო,რადგან მაგას მარტო შენთვის და ხელფასისთვს არ წერ,ხალხი კითხულობს და მსუბუქად რომ ვთქვა,მაგრად ტეხავს!
* * *
ზემოთ,ერთგან რომა შეცდომით მივაწერე,მექანიკურად ავკრიფე სიჩქარეში,რომასთვის არაფერი არ დაუკლიათ,უბრალოდ ინტერზე დაბლა დაამთავრა იმ წელს!
ესეც ცხრილი: