მოკლედ ასე იქნება როგორც ახლა დავწერ


ლიგის ყველა სეზონის მერვედფინალის შემდეგ, ყოველთვის ვგრძობ რომელი გუნდია მომართული საჩემპიონოდ რაც არ უნდა ბანძ თამაშს თამაშობდეს იმ მომენტში, ამ დროს გარემოებების ნებსით თუ უნებლიეთ უწყობს ხელს მის ჩემპიონობას.
2008-ში დარწმუნებული ვიყავი მანჩესტერის ჩემპიონობაში, მიუხედავად იმისა რო მეზიზღება და კიდეც დაუცდა ტერის ფეხი ბანანის ქერქზე
2009, 2011 და 2015 ამ სეზონებში ყველამ იცოდა რო ბარსა მოიგებდა დიდი გულთმისნობა არ ჭირდებოდა

2010 - ინტერი -ბევრი ნიუანსი იყო ფინალამდე რაც მაფიქრებინებდა რო ლიგას დადებდნენ - ერთ ერთი როცა ეტოოს გოლის დროს მსაჯები ბარსას საწინააღმდეგოდ შეცდნენ, ეგ იყო ყველაზე ძლიერი სიგნალი

პირველი ფინალი იყო რომელსაც ნერვიულობის გარეშე ვუყურე ბაიერნის თამაშს იმდენად დარწმუნებული ვიყავი წაგებაში
2012 წელი- ნაპოლისთან შემოტრიალებული თამაში ჩელსის და ეჭვიც არ შემპარვია რომ ბარსას გააგდებდნენ (ოვრებოს ვალის ამბავი დამატებითი მოტივაცია) და აქაც არ მჯეროდა დაჟე მიულერის 86-ე წუთზე გატანილი გოლის მერეც, რომ ბავარია სახლში ლიგას მოიგებდა
2013 წელი - ბავარიას ჯერ მარტო მოტივაცია ქონდა იმხელა რო გამორიცხული იყო ლიგა არ მოეგო - თამაშის ხარსხზეც დაეტყოთ უკვე მეოთხედფინალში - უშანსოდ გაგდებული იუვე-ბარსა და მჯეროდა რო დორტმუნდს ძირითადშივე მოუგებდნენ, ყველა ფეხბურთელი ფორმის პიკში და უძლიერესი მწვრთნელი.
2014 წელი - მიუხედავად მძიმე სტარტისა მჯეროდა რეალის მე-10 ლიგის და დაიდო კიდეც ზღაპარში. ბავშვს ვფიცავარ ბაიერნი-რეალის მიუნხენის თამაში არ მინახავს (მადლობა ღმერთს) გავთიშე ტელეფონი და დავიძინე იმდენად ვიყავი რო რეალს ვერ გამოაგდებდნენ

2016 წელი - ისეთი მეტოქეები ამოდიოდა რეალს რო აშკარად ეტყობოდა სიტუაცია მათ სასარგებლოდ იყო

მივედით 2017 წელზე
რატომ მგონია იუვენტუსი

1. წელს ბუფონის ბოლო შანსია ლიგა მოიგოს
2. უმაღლეს დონეზე გამართული დაცვა, რომელთანაც არც ერთ მეტოქეს შანსი არ ქონია აქამდე და მონაკოსაც არ ექნება
3. უძლიერესი მწვრთნელი, დღესდღეობით ალბათ საუკეთესო
4. ცოტა გამართლება, შეხვდა ისეთი გუნდები (ბარსას გარდა და ბარსაც ვერ იყო ხოდზე) რომლებსაც იუვეს სტილის გუნდებთან შანსი არ აქვთ.
5. ყველაზე ძლიერი ფაქტორი - შიმშილი ანუ უუდიდესი მოტივაცია რომლის დასაკმაყოფილებლადაც მიდიან არა ემოციურად არამედ გეგმაზომიერად და იციან რას აკეთებენ
ასე რომ მე რომ ტოტალიზატორს ვთამაშობდე იუვეს ჩემპიონობაზე დავდგებოდი

მეკარეები იყოფიან ორ კატეგორიად: ნოიერი და სხვა დანარჩენი...