საფეხბურთო სადამკვირვებლო ორგანომ CIES-მა მორიგი კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ამ მომენტისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი "ბარსელონას" ვარსკვლავი ნეიმარია.
ამ მომენტისთვის ნეიმარის გამოსასყიდი თანხა 210.7 მილიონ ევროს შეადგენს. მეორე ადგილზე ამ თვალსაზრისით "ტოტენჰემის" ამომავალი ვარსკვლავი დელი ალია, რომელიც 155.1 მილიონ ევროდ შეფასდა.
აღსანიშნავია, რომ სიაში ლიონელ მესი მე-4 ადგილს იკავებს 151.7 მილიონი ევროთი, ხოლო კრიშტიანო რონალდო მე-11-ზეა 112.4 მილიონით.
1. ნეიმარი - 210.7 მილიონი ევრო
2. დელი ალი - 155.7 მილიონი ევრო
3. ჰარი კეინი - 153 მილიონი ევრო
4. ლიონელ მესი - 151.7 მილიონი ევრო
5. ანტუან გრიზმანი - 150.3 მილიონი ევრო
6. ლუის სუარესი - 140 მილიონი ევრო
7. პო პოგბა - 134.3 მილიონი ევრო
8. გონსალო იგუაინი - 120.2 მილიონი ევრო
9. ედენ აზარი - 117.3 მილიონი ევრო
10. პაულო დიბალა - 115.3 მილიონი ევრო
11. კრიშტიანო რონალდო - 112.4 მილიონი ევრო
12. კევინ დე ბრუინი - 110.5 მილიონი ევრო
13. რომელუ ლუკაკუ - 105.4 მილიონი ევრო
14. რობერტ ლევანდოვსკი - 100.6 მილიონი ევრო
15. რაჰიმ სტერლინგი - 98.6 მილიონი ევრო
ჰიგუ თუ ამდენი ღირს გავყიდოთ არ შეიძლება
* * *
https://www.transfermarkt.com/douglas-costa...l/spieler/75615დუგლას კოშტა ბაირნა იყიდა შახტარიდან 23 მილიონათ და ჩვენ რა პონტში უნდა გადაუხადოთ 50 მილიონი,
თან რაც ბაიერნმა იყიდა სულ სათადარიგოზე ზის, ძირითადში ვერ ხვდება, ბებერ რიბერის ვერ უწევს კონკურენციას
და ჩვენგან წაყვანი კომას
მაროტა მაგრი გოიმია, სანამ ეგ იქნება ძმაო არაფერი არ გვეშეველება, ნეტა მაგის ადგილას დელ პიერო დანიშნონ არ შეიძლება?
This post has been edited by manbg77 on 13 Jun 2017, 14:21