როგორ მეშინოდა დღევანდელი დღის და თურმე ტყუილად

პირველად ვარ რომ სერიოზული მარცხის შემდეგ აი ოდნავადაც არ...არაფერი საერთოდ
მაგრამ კომპიუტერს მოეღო ბოლო, ეტყობა ამან განიცადა და ვერ ვწერ რაებსაც მინდა

ალბათ ისაა, რომ დაგროვილიყო ეს ყოვლად უსახური, აუტანელი თამაშები, რომლებიც ყოველთვის მაძინებდა
მოგება თუ წაგება, ბევრი გოლი თუ სუპერგოლები, მაინც გულს მირევდა
ეს დაიწყო ვილანოვას მოსვლიდან, ეს უსახური დამდგარი ფეხბურთი
გვარდიოლას არ ვეფერები ამით, იმან დაინახა ეგ და გაიქცა, ანუ ნიშნები ქონდა ბოლო 2 სეზონზე
და ამიტომ მიხაროდა ბავარიას 7:0 იქნებ ფეხბურთის თამაშის სიხალისე დაიბრუნონ 0-დან რომ დაიწყებენ, მაგრამ არ დაიწყეს
იყო რაღაც ორიოდე თამაში რაც გესიამოვნება და სულ ესაა, ეგეთი ყველას აქვს
მიხარია, რომ 4:0 და ამ სეზონში ყველა დარჩენილ თამაშსაც თუ წააგებენ გამიხარდება
ყველას ბრალია, მსნ-საც, მაგათი ,,სულ მინდა ვითამაშო", რის გამოც კარგი ხალხი არც გადმოდის და უარი გვითხრეს

არავითარი ჭორი არაა, აღიარებულია
პედროც ამიტომ გაიქცა პედროც კი

მწვრთნელზე და სტილზე მეტ პრობლემას ვხედავ, დაიბანეს აქ ფეხბურთელებმა ხელი...უხ თქვენი, თქვენ მკვდარო სულებო
მორჩენილია თქვენი ფეხბურთი ეგეთი აზროვნებით, მეორე სუნთვაზე დაფიქრდით იქნება გაგეხსნათ და ამოხვიდეთ კუბოდან

სანამ თამაშების შემდეგ არ ვიტყვი რომ ,,ვისიამოვნე", იქამდე არ მჯერა ამათი არაფრის.
* * *
პ.ს. ,,რკინის ხელი" ამათ სჭირდებათ, პირველ რიგში მსნ-ს
დაიწყებენ ,,სულ თამაში მინდა" და ვარჯიშზე არ მოვალ, გინდაც მესია - ნახუი.