ბოლო 3 წელი 16-ზე მეტი მოგება არ გვქონია სეზონში, 57 ქულა იყო მაქსიმუმი და 50 ბურთამდე ვუშვებდით.
წელს 9 ტურით ადრე 16 მოგება და 53 ქულა გვაქვს და 32 ბურთი გაშვებული...
9-დან 6-ს უსიკვდილოდ ვიგებთ, მე ვარ ატვეჩაი )). და მგონი წინა წლებზე უარესი შემადგენლობით უკეთეს, მისაღებ შედეგს დავდებთ. თან რა შედარებაა წინა სამ წელთან, როცა სრული განუკითხაობა იყო, ორი თამაში არ გავდა ერთმანეთს... ეხლა თამაში გვაქვს, ასეა თუ ისეა, რაღაცას ელოდები, ხვდები რო გოლი მოვა თამაშიდან გამომდინარე...
პ.ს. 2011-2012 წელს რაც უქნეს ამ გუნდს იყო ბოროტება. გარდამავალი წლები იყო, ხალხი მიდიოდა და ბირთვი ეწყობოდა ახლების ირგვლივ. ადგნენ და ჯერ ისედაც 250 ტრავმიან, კატასტროფულად უიღბლო სეზონში, ზამთრამდე რო სასწაულით გავიტანეთ ყოველ კვირა სხვადასხვა გუნდით 1 ადგილზე, ფორვარდი არ გვყავდა დარჩენილი, სილვა იყო ერთადერთი ძირითადის კაცი ვინც ცოცხალი იყო და ისიც წაიქცა. ტევესის ხელმოწერა რო გვაკლდა, პატო მიდიოდა 40-ად და ტევესი მოდიოდა 15-ად და რისთვის ჩაშალეს...
ვინმე არ შემედავოს, რომ მანდ რომ ტევესი მოსულიყო სკუდეტოს იუვე წაგვართმევდა, იმენა 10 გოლი გვინდოდა, რომლისთვისაც ფორვარდი აღარ გვყავდა დარჩენილი.
მერე სილვას და იბრას რომელი ჭკუათმყოფელი გაუშვებდა, პირლო გავაგდეთ და ძალით დავშალეთ გუნდი ყველაზე მნიშვნელოვან დროს..
მაგარი ცოდვა წელი იყო, იქით იუვეს დაბრუნებამ გადაფარა, პომპეზურად, წაუგებლად და რამე და ვისღა ახსოვდა მილანი. თორემ რეკორდული რაოდენობის ტრავმები გვქონდა და 2 თამაში არ გვითამაშია ერთნაირი შემადგენლობით, იუვესთან რა გვიქნეს

, რამდენი ქულა დავკარგეთ მსაჯის შეცდომით, ფიორეში არ ჩათვლილი გოლი... ფორვარდი არ გვყავდა და მაგიდიდან გაუშვეს ტევესი და წავაგეთ სკუდეტო.
ეს არავის არასდროს ემახსოვრება იუვეს ფონზე, არადა მოსაგები იყო.
იქ რო არ გაეწყვიტათ ყველაფერი, დღეს გუნდი ვიქნებოდით. ეხლა მაგრა არ მჯერა რო წლები არ დაჭირდება ჩვენ მობრუნებას