ძალიან ხშირად არის ხოლმე თამაშები, როდესაც საერთოდ ვერ მიხვდები, არის თუ არა 9 ნომერი მოედანზე, აქ რაც გინება ხვდება, ნახევარი არა მომენტების გამაზვის, არამედ სწორედ იმის ბრალია, რომ საერთოდ არ აქტიურობს და არ ჩანს ხოლმე.
20-25 გოლის გატანა ასეთი პარტნიორების გვერდზე ძნელი არაა, მიმაჩნია, რომ იგივეს იზამდა ჩიჩარიტო, ამხელა დრო რომ მიეცათ , სხვათა შორის, იგუაინსაც ძალიან ბევრი გაჰქონდა, მაგრამ გამაზვების გამო გაუშვეს. ამას კი ხელი არავინ ახლო, რადგან პერესის პროტეჟეა რამდენი ხანია.
ახლა შენს ჩამოთვლილ ფეხბურთელებს რაც შეეხება: უარყოფ, რომ 2005-2009 წლებში რეალში უამრავი ისეთი ფეხბურთელი თამაშობდა, რომელთა დონე საჭირო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა? განა შედეგები ამას არ გვიჩვენებს? ძალიან ბევრ პოზიციაზე გვყავდა საშუალო დონის ხალხი, რომლებსაც ბევრს ვერ მოთხოვდი. ამის გამო დაიკლო გუნდის შედეგებმა და ლიგაზე პირველივე დალაგებული გუნდი უპრობლემოდ გვაგდებდა.
დღეს კი ყველა სტარია ნავასის გარდა, რომელს იწუნებ? ყველა თავისი საქმის ოსტატი და უმაღლესი დონეა და თითოეულ მათგან ინატრებდა ნებისმიერი გრანდი.
ფენომენს რაც შეეხება, ბევრად მეტი შეეძლო, გეთანხმები, თუმცა დღემდე მახსოვს მისი დებიუტი, გარდა ამისა, თვითონ მაგის გადმოსვლა იყო დიდი მოვლენა და ყველა ჩვენგანი ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ ასეთ დიდ ფეხბურთელს უთამაშია ჩვენი მაისურით. ბენზემას შესახებ იტყვის ვინმე იგივეს, როგორ ფიქრობ?
ნისტელროი: რუდის ჰქონდა მთავარი, რაც ფორვარდს სჭირდება და რაც ბენზემას არ აქვს - შესანიშნავი ფინიშერი იყო და ყოველთვის შეგეძლო იმედი გქონოდა, ბენზემასგან განსხვავებით. პირადად მე ფორვარდს მეტს ვერ მოვთხოვ.