სამშაბათს სეზონის თამაშია ასე რომ ჰუმელსიც და ლევანდოვსკიც რაც არ უნდა ტრამვის გამიზეზების საფრთხე იყოს და თუნდაც მთელ 2017 წელს ვერთამაშს რისკავდნენ მაინც ძირითადში უნდა იყვნენ!!!
ტოტალიზატორები 17%ს გვაძლევენ შანსს (და ჩემი აზრით სამართლიანადაც) და მაგ ორიდან ერთი მაინც თუ დაგვაკლდა ჩათვალეთ რომ ეგ შანსი 10%ზე მეტი არ იქნება.
თვითონ თამაშს და ფეხბურთელებს რაც შეეხება...
ნოიერზე აღარაფერს ვამბობ მადლობის გარდა...
მარტინესი ორთაბრძოლებში/ბურთის ართმევაზე ძალიან კლასნი რომ არ არის გამოჩნდა პირველ ტაიმში! მეორე ტაიმში ის გამოჩნდა რომ მიუხედავად მაგ თვისებებისა მაგ კაცის ადგილი ცენტრალურ მცველად არ არის!
ბოატენგი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა...
ალაბას ფლანგიდან გავიდა პირველი გოლის დროს საგოლე პასი და არც ეგ მომეწონა...
ნუ ლამი კლასის ხარჯზე ისევ თამაშობს მაგრამ მგონი სწორს შვება რომ მიდის...
ალონსო რაც მალე დაამთავრებს კარიერას მით უკეთესი ჩვენთვის...
ვიდალი მიუხედავად გამაზული პენლისა ჩემი აზრით ნოიერის შემდეგ საუკეთესო იყო...
ალკანტარა=ოზილს=გადამწყვეტ თამაშების ჩაგდებას
რიბერი-რობენი ფლანგებზე ვერ ბრწყინავდნენ მაგრამ ეგ იმითაც აიხსნება რომ ჩაწოდებებს აზრი არ ჰქონდა ლევანდოვსკის არყოლის გამო და შესაბამისად მცველებმა იცოდნენ რომ ცენტრისკენ შეწევაზე ითამაშებდნენ და ადვილად კითხულობდნენ მაგათ თამაშს...
მიულერი - საერთოდ არ იყო მოედანზე... წინა გვერდებზე დაწერეს და გავიმეორებ გრინი რომ ეთამაშებინათ უკეთესი იქნებოდა

ანჩელოტის გინებას რაც შეეხება ვერ დაგეთანხმებით,,, 10 კაცით სანამ დავრჩებოდით სრულიად თანაბარი თამაში იყო და ეგ გასაგებიც არის ორი უმაღლესი დონის გუნდი თამაშობდა და თუ ვინმე ელოდით რომ ძალიან ვაჯობებდით ცდებოდით ჩემი აზრით...
ანჩელოტი ყველაზე ნაკლებ საგინებელია თუნდაც ალონსო რომ არ დაეყენებინა ალტერნატივა არ ჰქონდა... სამწუხაროდ კიმიხ/რენატოს მაინც ჯობია ამ ეტაპზე ბებერი ალონსო... (აი ჰუმელსი რომ გვყოლოდა და მარტინესი საყრდენზე არ აეწია სხვა საქმე იქნებოდა და შევუერთდებდი თქვენს გინებას...)