დუგლას კოშტა: "აპრილის დასაწყისში დავბრუნდები"მიუნხენური გრანდის ბრაზილიელმა ვინგერმა, დუგლას კოშტამ, "Sport1-ს" მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარჰყო და აღნიშნა, რომ მინდორზე დაახლოებით ორ კვირაში დაბრუნდება.
26 წლის სახმრეთ ამერიკელმა გასულ კვირას "ბაიერნის" ვარჯიშზე მუხლის დაზიანება მიიღო, "მ.ბორუსიასთან" გასვლითი მატჩი გამოტოვა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბრაზილიის ნაკრებსაც ვერ დაეხმარება.
გუშინ კი გერმანულმა პრესამ გაავრცელა, რომ დუგლასს შესაძლოა ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს და მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშოს.
თუმცა დუგლას კოშტამ დღეს ბრაზილიურ გამოცემა "Globo-ს" დამაიმედებელი ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ ვარჯიშებს უკვე ათ დღეში დაუბრუნდება, რაც ბრწყინვალე სიახლეა.
აპრილში მიუნხენურ კლუბს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები ელის, მათ შორის მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირება, რომლის პირველი მატჩი მიუნხენში 12 აპრილს გაიმართება.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)