მიულერი გერმანიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა ათეულშიამიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, თომას მიულერმა, დღეს ეროვნული ნაკრების მაისურით ბურთი გაიტანა, რომელიც მისთვის ისტორიული გამოდგა.
"ბუნდესნაკრებმა" მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ბაქოში აზერბაიჯანის ეროვნული გუნდი 4:1 გაანადგურა, მიულერმა კი საკუთარი გუნდის მეორე გოლი გაიტანა.
ამის შედეგად, 27 წლის შემტევს გერმანიის ნაკრების მაისურით, ყველა ტურნირზე ერთად, 37 გოლი დაუგროვდა და ლეგენდარულ ოლივერ ბირხოფს დაეწია, რომელიც "ბუნდესთიმის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეცხრე პოზიციას იკავებს.
ბირხოფმა 37 ბურთის გატანა 70 შეხვედრაში მოახერხა, მიულერს კი ამისათვის უფრო მეტი, 85 თამაში დასჭირდა და ამ შედეგის გაუმჯობესებაც თავისუფლად შეუძლია.
................................................
ყველა ფორვარდი და მარტო ბალაკი ნახევარმცველი

ბაიერნშიც უნიკალური შედეგი ქონდა 4 სეზონში 62 გოლი გაიტანა
This post has been edited by M_Ballack on 27 Mar 2017, 18:14
მიმაგრებული სურათი