ანჩელოტის სანჩესის დამატება სურსმიუნხენური გრანდის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ალექსის სანჩესის შესაძლებლობებით სერიოზულად არის დაინტერესებული.
ესპანური გამოცემა "Sport.es" იტყობინება, რომ იტალიელ სპეციალისტს ჩილელი შემტევის საკუთარ გუნდში ხილვა სურს და "რეკორდმაისტერი" ალექსისისთვის ზაფხულში იბრძოლებს.
სანჩესის ამჟამინდელი კონტრაქტი ლონდონის "არსენალთან" 2018 წლამდეა გათვლილი და სახმრეთ ამერიკელმა კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა, რომ გუნდის დატოვება სეზონის ბოლოს სურს.
ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ალექსის სანჩესმა 27 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისით რამდენიმე ტოპ-კლუბია დაინტერესებული.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)