არ გვინდა ბნელი წარსულის გახსენება. ნათელ მომავალზე ვისაუბროთ.
რუდი და ზულე უკვე ვიყიდეთ და ძალიან დიდი შენაძენია.
რუდი არის ჰოფენჰაიმის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა და ხერხემალი.
ერთის მხრივ ასრულებს ძალიან ბევრ დაცვით მოქმედებას (80 ჩაჭრა, 50 პატკატი, 25 ბურთის გამოტანა),
მეორეს მხრივ კი შექმნილი აქვს ყველაზე მეტი - 45 სახიფათო მომენტი (5 ასისტი, 41 ქეი პასი).
ეს კაცი სრულიად უფასოდ დავიმატეთ
რაც შეეხება ზულეს, იგი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მცველია. 21 წლის ახლა გახდა და უკვე ტოპ დონეზე თამაშობს.
კონკრეტულად, იგი იგებს ფიზიკური ორთაბრძოლების 64%-ს (ზუსტად იმდენს, რამდენსაც რამოსი და ჰუმელსი იგებენ).
ზულემ 25 მატჩში მოგიო 50 საჰაერო ორთაბრძოლა, გააკეთა 40-მდე წარმატებული პატკატი, ჩაჭრა მეტოქის 55 გადაცემა, საჯარიმოდან ბურთი გამოიტანა 75-ჯერ და ა.შ.
ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავის ტოლებში იმენა ყველას ჩაგრავდა. ზულემ თუ ასე გააგრძელა პროგრესირება, ახალი ბეკენბაუაერი გაგვეზრდება.
სულ რაღაც 20 მილიონად ვიყიდეთ.
ჰოფეინჰაიმმა წელს დიდ წარმატებას მიაღწია, სამეულშია, დორტმუნდსაც უსწრებს და შემდეგ წელს ლიგაზეც გადიან,
ამ წარმატებაში კი ლომის წვლილი მიუძღვით რუდისა და ზულეს, რომლებიც სემიჩკის ფასად ჩავიგდეთ ხელში.
დღეს ორივე მათგანს ვიხილავთ

გერმანელები
This post has been edited by androabuladze on 4 Apr 2017, 19:01