მე გუშინ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ჩვენების თამაშით. პირველი ტაიმი დავთმეთ კი, მაგრამ რომ დავუკვირდეთ ბაიერნს პირველ ტაიმში გოლის გარდა მხოლოდ ერთი ვიდალის აცილებული თავური და მოგონილი პენალტი ჰქონდა

მათი უპირატესობა მხოლოდ ბურთის ფლობაში გამოიხატებოდა თორე პირველ ტაიმში "გვაჯდენო" ვერ იტყვის ვერავინ. აქეთ ბენზოს ჰქონდა 100%-იანი მომენტი და პლიუს კრ-მაც ხია შორიდან.
მეორე ტაიმში კი რავი, ტაქტიკურადაც და თამაშითაც რასაც ქვია იქვე ჩავხადეთ ტიპებს. ნამდვილად არ მოველოდი ასეთ დალაგებულ და ჭკვიანურ თამაშს ჩვენებისგან
ცალკე რონისაც საჭირო დროს აუდგა და ეგაა
ეხლა რაც შეეხება განმეორებითს, რა თქმა უნდა რთული იქნება, ჯერ გარანტირებული არაფერი არა გვაქვს (დაჟე 1:3-ზეც არ გვექნებოდა გარანტირებული, ეხლა მითუმეტეს) და ლევანდოვსკის მინიმუმ 2-3 რეალური მომენტი ალბათ შეექმნება, თუმცა სადაც იქით გავუტანეთ 2 გოლი და მინიმუმ კიდევ მაგდენი ვერ გავუტანეთ როგორ დავიჯერო რომ ისე არ გაგვიმართლებს და ვიყლევებთ რომ ბერნაბეუზეც ვერ გავუტანოთ მინიმუმ 1-ს მაინც?
ასე რომ ამ გადმოსახედიდან შანსები 60-40-ზეა ჩვენს სასარგებლოდ, თუმცა მოშვება და ხელების ჯიბეში ჩაწყობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რა თქმა უნდა.
This post has been edited by Gioma771 on 13 Apr 2017, 20:01