2000 წლის მეორე ჯგუფური ეტაპი ახსოვს ალბათ ტკბილად ბაბუა ოტმარს
მადრიდში 2-4 წავაგეთ მაგრამ ხალხი მაინც ტაშს უკრავდა
მიუნხენში მათეუსის გაცილება დაემთხვა და 4-1 გვათრიეს, სამაგიეროდ ნახევარფინალში გაედოთ.
ტიპებს 4-ჯერ შევხვდით, სამი წაგება, ერთი მოგება, ბურთები 6-10-ზე და ლიგა მაინც ჩვენ მოვიგეთ
ისე რომ ვიხსენებ ახლა, გარშემო არავის ვიცნობდი ბარდელის ფანს.
არც სკოლაში, არც უბანში, არავინ არ ახსენებდა, არავის აინტერესებდა.
ალბათ თავის პონტში იქნებოდა რამდენიმე კაცი, როგორც დღეს ახალწამოჩიტულ კატლეტს და სიტის ჰყავს რამდენიმე ათეული ფანი.
იუვე, ბაიერნი, მილანი, რეალი, მანჩესტერი, ყველა ამათ გულშემატკივრობდა, ნამდვილ გრანდებს,
ერთ მეზობელ გოგოს ევასებოდა რივალდოს მაკრატელები, ეგ იყო და ეგ
მთავარი მეტოქეები იუვე და ბაიერნი იყვნენ, ყველაზე მეტად ეგენი მძულდა, რა ბარდელი რის კლასიკო, ჩემთვის ერთი რიგითი თამაში იყო, დაახლოებით როგორც რამდენიმე წლის წინ კატლეტთან დერბი - პრინციპული, მაგრამ მაინც რიგითი თამაში.
დღეს რომ ჰკითხო, მილანი და ბაიერნი საზომად უკვე ეცოტავებათ
This post has been edited by madridiSSta1988 on 9 Apr 2017, 23:27
„ეს არის მადრიდის რეალი და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის სიტყვა დამარცხება არ არსებობდა.“
RAUL MADRID.