გაკვეთილი საბოლოოდ ავითვისე, როგორც თავის დროზე გამრავლების ტაბულა

: თუ ბარსა რეალს 1 თავით არ აღემატება, ჩემპიონი ყოველთვის რეალი გახდება
თუ ბარსა რეალს 1 თავით აღემატება, მიდის თანაბარი ბრძოლა და თუ თანაბარია, რეალი 1 თავით აღემატება

მორჩა, სხვა ყველაფერი - ამაზრზენი როტაციების მოყვარული ლუის ენრიკეს თამადობით, არის მეორეხარისხოვანი
მაგრამ აი მაინც უნდა დავამატო რა
გომეშზე რომ შევცდი ისე არც ერთ ფეხბურთელზე არ შემშლია, ესაა ბარსას უსასაცილოესი ფეხბურთელი რაც მინახავს (მარტო მახარხარებს იმდენად ცუდია), ზენდენი ღვთაებრივ ფეხბურთელად წარმომიდგება უკვე...კრისტანვალი მონსტრი მცველი იყო, ჩიგრინსკი უშეცდომო და ბოგარდი უგადამწყვეტესი ამასთან შედარებით
ლუის ენრიკემ 21-ე ნომერი ჩემს საყვარელ ნომრად აქცია ცხოვრებაში და იგივე ლუის ენრიკემ გომეშთან (მწვრთნელის ობსესიურ-კომპულსიურ დიაგნოზის გამოხატულება) ერთად სამუდამოდ შემაზიზღა ეგ ნომერი, უგულისამრევესი ნომერია, ადრიანო იხმარს იმედია ორივეს და მისი ცოლი

ჰოდა ნეიმარს ამ შემთხვევაში დავივიწყებ (ალბთ ვიღაც ნათესავს დბადების დღე აქვს და საქმეები აქვს, ეგეთის გამო გააუშვეს რონალდინიო–ეტოო–დეკო სხვათაშორის) და სუარესი...ერთი შეაქე და კარიერის ყველაზე საძაგელ თამაშს გაახლებს რა, ეს რა იყო ტიპმა რაები აკეთა
უი ჰო, რაკიტიჩი-პიკეს ყვითლების გამო მე ჯარიმებს ავკიდებდი და ამ წაგების გამო არა, იმ მომენტშივე ეგრე ვფიქრობდი, განსაკუთრებით რაკიტიჩზე...შეინახეთ თავი ახლა

უგნურები, ტიპები საპნის ბუშტში ცხოვრობენ