
გამოსდის ამ 3 მცველიანი ტაქტიკის თამაში მონტელას იდეაში

უბრალოდ ერორს არგდებს გუნდი. ასეთ ფეხბურთელებთან და ასე სწრაფად გადასვლა თან არ გამოდის. რასაც ემსახუხურება, რომ ჯერ ფორვარდები თავისუფლდებიან და ეგრევე პასი მიდის ცენტრში, საიდანაც როგორც არ უნდა გააგრძელოს ფორვარდმა, ძალიან ბევრი სივრცეა უკვე და "ვზრივ" უნდა მიდიოდეს იმენა ეგრევე. მარა შერგება უნდა იმ ბურთს, მოტრიალება, პასის გაკეთება :დ რაც ერთხელაც ვერ გააკეთეს ბაკამ და ლაპადულამ. დაიტანჯნენ, უკან ყრიდნენ ბურთებს. და მომენტებში იმიტომ, რომ ტაქტიკა სივრცეებს ქმნის, მოქმედება სწრაფად უწევთ, რომ ის უპირატესობა გამოიყენონ. ანუ, მოკლე კომბინაციური თამაშის შესაძლებლობას გაძლევს. რაზეც იმენა ერორი ამოაგდო ბაკა-ლაპადულამ

პინბოლივით ყრიდნენ ბურთებს უკან. კატასტროფა თავდამსხმელები გვყავს. ძაან სასაცილო იყო. წინაზეც ეხლაც.
ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ დერეფანს ქმნის ეს 3 მცველიანი ტაქტიკა და ცენტრ მცველს შეუძლია პასით გაჭრას 1-1-ზე კაცი ეგრევე.
ორჯერ გააკეთა რომანიოლიმ, ძაან გამისწორდა და დაუჭრა ბურთი ლაპადულამ საჯარიმოში.
სწრაფად გადაცვალა მონტელამ და სწორი ცვლილებებით მოიგო თამაში.
დეულოფეუ ცოდოა მარჯვენა ფლანგზე, გადმოვიდა თუ არა 1-2-ის გათამაშებები დაიწყო და გამოუვიდა კიდეც.
მატი ფერნანდესი მართლა ყველაზე ადეკვატური ტიპია ჩვენი ნახევარმცველებიდან.
იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს ალბათ, რომ იმდენი ტრანსფერი გაკეთდება რო მონტოლივო სკამზე იჯდეს? :დ
1 ცენტრალური, ერთი მარჯვენა ფლანგი, 1 ნახევარმცველი, 1 ფორვარდი. მინიმუმ. და ითამაშოს 3 მცველით
მუსაკიო-დე ვრეი-რომა
X-კესიე-მონტოლივო-X-როდრიგესი
-სუსო-დეულოფეუ-
-X
მშვენიერი იქნებოდა მე თუ მკითხავთ ესეთი გუნდი.
დეულოფეუ მომწონს და ცალსახად დასატოვებელია ჩემი აზრით. მეტიც, ძალიან ###ობა იქნება თუ ვერ დავიტოვებთ. წლებია ალბათ ასე სტაბილურად ეფექტური ფეხბურთელი არ გვყოლია, რომელიც ყოველ თამაშში ქმნის რაღაცას და 90 წუთი ხოდზეა.
პ.ს. რამდენადაც დამგრუზველი და სასაცილოა ევროპა ლიგის ასე აღნიშვნა, იმდენადვე გამისწორდა ის მომენტი, რომ ამდენად უღირთ და იმას ვერ დააბრალებდი მთელი სეზონი, რომ ვინმემ მონდომება დააკლო მთელი წელი. ხოდზე იყო მენტალურად გუნდი და ამ პონტში გამიხარდა ეს შედეგი და ის, რომ ასე გაუხარდათ.
This post has been edited by hibridi55 on 22 May 2017, 10:25