მოკლედ რასაც ვამბობდი ის მოხდა.თუმცა არაფერია საგანგაშო.
ანუ ვამბობდი რომ 1-1 მორჩებოდა ან 2იანი წამოვიდოდა მასეც მოხდა(სუფთა ნების ამბავი იყო ეგ და ძალიან ადვილად სავარაუდო)
ასევე ვამბობდი კაი ხნის წინ რომ აი გადამწყვეტ თამაშებში კაკრაზ რამოსის სიცანცარე ამოგვარტყამდა ცხვირში,ვერც წინ გააკეთებდა რამეს და თავის საქმეშიც ჩააჯვამდა და მერე ყველგან რონალდო ვეღარ გვიშველიდა.ეგრე აგიხდეთ ყველაფერი კარგი.
თუმცა არ ვარ გაბრაზებული იმიტომ რომ ვიცი რაცაა რამოსი და არ გამკვირვებია.ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან ამოგვარტყამდა.ეგ თქვენ ვერ იყავით ღრუბლებში.
თუმცა ისაა რომ არავინ მოკითხავს მაგაზე პასუხს და ერთს არ დაუსტვენენ.რონალდოს კი ათას ###ობაზე უსტვენენ.
არ ვერჩი მაინც არაფერს,მასეთია და ვერ შეიცვლება ეგ.ნაკლი ყველას აქვს.
ემოციური ფონი ძალიან ბევრს ნიშნავს.აი ჩვენ მაგალითად ბაიერნთან რო წაგვეგო ისე როგორც ბარსამ წააგო იუვესთან და ეგრე გამოვვარდნილიყავით(ჯერერთი რომ არ მოხდებოდა ეგრე

) ბარსას კი ეგეთი ბალევოი თამაშები წამოეღო. აი ჩვენ ამ სასტავებით თავისუფლად გავუმეორებდით 5-0ს კიარადა მეტსაც(ნუ მე ასე ვფიქრობ).ბარსამ კი ანალოგიურ სიტუაციაში მაინც ვერ მოგვიგო სანამ ჩვენ არ გავუკეთეთ საჩუქარი ჩვენივე სისულელის გამო.
ბეილის დაყენება შეცდომა იყო და ისკო უნდა ექნა ეგ 100%.არაა განხილვის თემა.
თუმცა დალშე ყველაფერი სწორად გააკეთა ზიდანმა.
მეორე შეცდომა რაც დაუშვა 10 კაცით მოგებაზე წასვლა იყო ბოლო 3-4 წუთში

აი დარეხვილები

თან ისეთ დღეში ყავდათ 11 კაციანი ბარსა ტიპები დალასლასებდნენ

ეგ იყო აი იმ თავდაჯერების საფასური და უარყოფითი მხარე რამაც ამ სეზონში უამრავი თამაში მოგვატრიალებინა და რომ არ არსებობს ამათთვის ფსიქოლოგიური მომენტები.
არაუშავს,დღეს დავრწმუნდი რომ ლა ლიგას 100% ჩვენ მოვიგებთ,(დასქრინონ ბარსას ფანებმა ეს პოსტი თუ ძაან უნდათ

) ბარსა სხვასთან დაკარგავს ქულებს.ჩვენ არა.
ჩვენ მოვიგებთ იმიტომ რომ უკეთესი გუნდი ვართ.გამოჩნდა ეს.
გამოჩნდა მაშინ როცა მოინდომეს..თანაც 10 კაცით.
ერთადერთი დღეს რაშიც ბარსა გვჯობდა იყო მონდომება თავიდან და ემოციური მომენტი.ემოციურად იყვნენ დაგრუზულები.ჩვენ კი პირიქით,ბაიერნის მერე დაცლილები.
ამიტომაც იყო რომ 1-2 წაიყვანა ბარსამ.(შტეგენმაც ძალიან მაგრად ითამაშა არაა დასაკარგი.ნოიერს არ ჩამორჩა).
მე არ ვთვლი რომ ეს კლასიკო მესისთვის საუკეთესო იყო,ან თუნდაც ერთ-ერთი საუკეთესო.მეორე ტაიმში ფეხი არ გაანძრევინეს.გლობალურ ჭრილში რონალდოს ბაიერნთან თამაშს რო შევადაროთ გასვლაზე თანაბარი პერფორმანსი იყო ზუსტად.იმანაც კაცი გააგდებინა,იმანაც წამოიღო თამაში.
დაჟე რონალდასი უფრო რთული იყო იმიტომ რომ ბაიერნი არ უტევდა,პირიქით დაცვაში იჯდნენ,ჩვენ კი გიჟებივით 8 კაცი წინ იყო და 2 მცველზე 6 ბარსელი წამოვიდა.ნუ შემთხვევითი გოლი იყო ბოლო.სურათიდან ამოვარდნილი,თუმცა ჩვენების სისულელიდან გამომდინარე ლოგიკური.
ზუსტად ერთი დონეა მესი-რონალდო,უბრალოდ რონალდა ბევრად ხშირადაა გადამწყვეტი ბოლო პერიოდში ვიდრე მესი.თუმცა ჯერ წლები წინაა.
ნუ ეხლა ვინც აპათოლოგებს მინდა ვუთხრა რომ ბოლო 3 წელი ჩაჯმული დადიოდა მესი კლასიკოებში და ეხლა ნუ გადაგვაყოლებენ ჩვენთვის არაგადამწყვეტ კლასიკოში ამ ერთ პერფორმანსს.
თუმცა არმინდა რა ეს ბოღმა პოსტები და რაღაცები.მოინდომა,მაგრა ითამაშა და შეერგოს მესისაც და ბარსასაც.
საერთო ჯამში კაი თამაში იყო ძალიან.კაი საყურებელი,ვისიამოვნე მართლა.
რავი მგონი არაფერი გამომრჩა.
მსაჯობაზე და რაღაცებზე არ მინდა ლაპარაკი,ვთვლი რომ ძალიან კარგად იმსაჯა სუდიამ.
ბარსას ვულოცავ,ბარსას ბალეშიკებს.თუმცა არასტაბილური გუნდია და არაა სატიტულო.ვფიქრობ რომ ამით დაკმაყოფილება მოუწევთ წელს.
ხო კიდევ...არასოდეს მითქვამს,რეალურ მიზეზს ველოდებოდი და აი დღეს მაქვს მიზეზი რომ ვთქვა.იმედია ამ სეზონში არ გავიწირებით და შემდეგიდან N1 პრიორიტეტი დე ხეა ან კურტუა უნდა იყოს.
ნავასი არ უნდა იდგეს ჩვენს კარში.
დღეს რაკიტიჩის გოლზე მშვენივრად ხედავდა ყველაფერს და არასწორ პოზიციაზე იდგა.ამიტომაც ვერ მიწვდა,თორემ ძაან კუთხე არ ყოფილა.
მესის გოლზეც იგივე...ტუპოია,ანუ მომენტი ვერ შეაფასა,არადა დარწმუნებული ვარ ყველამ წარმოიდგინა პასის მომენტში სად დაარტყავდა მესი.თორემ თავისუფლად შეილებოდა აღება.
კიდევ დაბალია.
დარწმუნებული ვარ ორივე მომენტს აიღებდა დეხეაც და კურტუაც.
ხო კიდევ,ბაიერნის ბალეშიკებს მინდა ვუთხრა რასაც ვეუბნებოდი ჩვენთან ორივე თამაშის მერე რომ შარშან ამ პერიოდში 10 კაცით მოუგეთ ბარსას ნოუ კამპზეთქო...ეხლაც აგერ გიჩვენეთ მაგალითი როგორ უნდა 10 კაცით თამაში.ასე რომ ვიღაცებზე და რაღაცებზე დაბრალებას ჯობს საკუთარ გუნდში ეძიოთ მიზეზები.ნუ ეხლა თქვენ ვინ გეკითხებათ პრინციპში,იქ ბორდში კი იციან რომ ეგრეა და ხვდებიან მაგას.კანი პირველივე თამაშის მერე მიხვდა მაგას.
აუ მართლა კაი თამაში იყო არადა.....აი ძაან კაი რა...იფ..
This post has been edited by mind_auger on 24 Apr 2017, 07:03
[quote]კაკ მინიმუმ იმ ჩემპის ყველადროის საუკეთEსო იგროკი უნდა ყოფილიყო ფოტოზე,[/quote]
ზუსტად ეგაა მერე :yes:
ყველამ ვიცით თუ რა ელის ჩვენს სულებს მოდღრძულს:nod:
მამაცური სიზარმაცე მჭირს