
ჩინეთში მთავარი საფეხბურთო ტურნირებია სუპერ ლიგა, ფეხბურთის ასოციაციის თასი და სუპერთასი.
ჩინეთის სუპერ ლიგა შეიქმნა 2004 წელს Jia-A ლიგის რეფორმირების შედეგად. ჯია-ეი ლიგა დაარსდა 1987 წელს, მაგრამ 1993 წლამდე ნახევრად პროფესიონალური ლიგა იყო. 1993 წელს ის პროფესიონალური ლიგა გახდა და 2004 წელს ჩამოყალიბდა როგორც სუპერ ლიგა.
ნახევრად პროფესიონალური ჯია-ეი ლიგის დროს ტურნირში 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ გამონაკლისი იყო 1988 წელი, როდესაც ლიგაში ერთჯერადად 21 გუნდი ირიცხებოდა და შემდეგ კი ისევ 8-მდე შემცირდა მათი რაოდენობა. პროფესიონალურ ჯია-ეი ლიგაში 12 გუნდი იყო და მათი რაოდენობა ჯერ 14-მდე, შემდეგ კი 15-მდე გაიზარდა. ამჟამად კი სუპერ ლიგაში 16 გუნდია.
ნახევრად პროფესიონალური ჯია-ეი ლიგა 6-ჯერ მოიგო ლიაონინმა, ერთხელ კი ჩინეთის B გუნდმა (

). პროფესიონალური ჯია-ეი ლიგა 7-ჯერ მოიგო დალიან შიდემ, თითოჯერ შანხაი შენჰუამ და შანდონ ლუნენმა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯია-ეი ლიგის ბოლო სეზონს გამარჯვებული არ ყავს, რადგან შანხაი შენჰუას ტიტული გაუუქმეს გარიგებული მატჩების ჩატარების გამო და ეს ტიტულის ჩამორთმევა არა 2003 წელს, არამედ 2013-ში მოხდა. სუპერ ლიგა 6-ჯერ მოიგო გუანჯოუ ევერგრანდმა, 3-ჯერ შანდონ ლუნენმადა თითოჯერ ბეიჯინგ გოანმა, ჩანჩუნ იატეიმ, დალიან შიდემ და შენჟენმა.
ჯია-ეი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული 1994-დან 2003 წლამდე მოპოვებული აქვთ: ლი ბინს, ფან ჟიის, სუ მაოჟენს, ხორხე ლუის კამპოსს, ჰაო ჰაიდონს, ჩუ შენჯიქინს, იან ჩენს, ლი ტეს, ჟენ ჟის და იორგ ალბერცს. ბომბარდირები კი იყვნენ ჰუ ჟიჯუნი, ფან ჟიი, სუ მაოჟენი, ჰაო ჰაიდონი, ჩუ შენჯიქინი, კასიანო დელვალე, ლი ჯინიუ, საულ მარტინესი, ლი იი და კვამე აიუ. 2004 წლიდან სუპერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ ჟაო ჯანჟი, ბრანკო იელიჩი, ჟენ ჟი, დუ ჟენიუ, ემილ მარტინესი, სამუელ კაბალიერო, დუვიერ რიასკოსი, მურიქი, კრისტიან დენელაჩე, დარიო კონკა, ელკსონი და რიკარდო გულარტი. ბომბარდირები კვამე აიუ, ბრანკო იელიჩი, ლი ჯინიუ, ებერ ლუისი, ერნან ბარკოსი, ლუის რამირესი, დუვიერ რიასკოსი, მურიქი, კრისტიან დენელაჩე, ელკესონი, ალოისიო და რიკარდო გულარტი. ასევე 2011 წლიდან გაიცემა საუკეთესო ჩინელი ბომბარდირის წოდება და ის მოგებული აქვთ იუ ჰანჩაოს, ვან იონპის, ვუ ლეის. 2012 წლიდან გაიცემა საუკეთესო მეკარის ტიტული და მისი მფლობელები არიან დენ სიაოფეი, ცენ ჩენი და ვან დალეი. სუპერ ლიგის წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება მოპოვებული აქვთ: ჩენ ტაოს, ჰაო ჯუნმინს, ვან დალეის, ჰუან ბოვენს, დენ ჩოსიანს, ჟენ ჟენს, სუნ ვენჯეს, ჟან სიჟეს, ჯინ ჯინდაოს, ლიუ ბინბინს და ლი სიაომინს. წლის მწვრთნელები იყვნენ: ჟუ გუანჰუ, ვლდიმირ პეტროვიჩი, ლიუბისა ტუმბაკოვიჩი, გაო ჰონბო, ტან იანდონი, ბრანკო ივანკოვიჩი, მა ლინი, დრაგან ოკუკა, მარჩელო ლიპი, გრეგორიო მანსანო და ლუის ფელიპე სკოლარი.
ნამდვილი ფეხბურთის მოყვარულები შემოდით