ჩინეთის სუპერლიგის ბოლოსწინა, 29-ე ტურში ,,შანხაი სიპგმა'' ,,ბეიჯინგს'' უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. ვიტორ პერეირას გუნდმა, რომელშიც ჰალკი და ოსკარი თამაშობენ, დღეს ჩინეთის ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა (ისტორიაში პირველად). ,,შანხაი'' მეორე ადგილზე მყოფ ,,გუანჯოუ ევერგრანდს'' 8 ქულით უსწრებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში ქვეყნის ჩემპიონი სწორედ ,,ევერგრანდი'' ხდებოდა.
სუპერლიგის ბომბარდირებს შორის პირველ პოზიციაზე 27 გოლით ,,სიპგის'' თავდამსხმელი, ვუ ლეია, რომელიც მეორეადგილოსან ოდიონ იგალოს 6 გოლით უსწრებს.
მიმდინარე სეზონში ჰალკმა 13, ხოლო ოსკარმა 12 გოლი გაიტანა.
18 ასისტი ოსკარს პლიუს
მიმაგრებული სურათი