სახელი რომ მოიპოვო ლეგენდის რაღაც განსაკუთრებული უნდა გქონდეს მარტო მაგარი მოთამაშე იყო არაა საკმარისი.
მარსელო და კარლოსი შევადაროთ ხომ ძალიან მაგარია მარსელო ისე როგორც ყველას მეც ძალიან მაგრად მიყვარს მაგრამ რობერტას გვერდით მაინც ვერ დადგება მიუხედავად იმისა რომ გუნდისთვის შეიძლება უფრო პროდუქტიულიც იყოს. კარლოსს დარტყმა ქონდა ისეთი მსოფლიოში ანალოგი არ ჰყოლია და მგონი არც ეყოლება.
ასევეა ბექჰემის ისეთი ჩაწოდება ქონდა ფლანგიდან ეგეთი არაფერი მახსოვს თუნდაც მიახლოებული ქონოდეს ვინმეს. არ ქონდა მისთვის მნიშვნელობა რა მანძილიდან იყო ჩასაწოდებელი ზუსტად იქ აწოდებდა სადაც საჭირო იყო ულამაზესი მოჭრილი ტრაექტორიით. არ გვყავს გუნდში ზიდანის დონის და ვერც ვერავინ დადგება მაგის დონეზე ამ გუნდიდან.
აი ფიგუ ხო დიდი იყო დაჟე ძაან დიდი მაგრამ არ ქონდა არაფერი განსაკუთრებული და გენიალური მაგიტომაც არავინ მოიაზრებს მსოფლიოს საუკეთესოდ.
ამ გუნდიდან რონალდოს გარდა თავისი 1700 გოლით ვერავინ დადგება იმათთან.
კი მეც მგონია რომ სიძლიერით ეს რეალი მაშინდელზე ნაკლები არაა მაგრამ ჩემი ხმა სანახაობას ძალიან მსიამოვნებდა მაშინდელი თამაშების ყურება.
კონტრ შეტევა, ბურთის ფლობა, კომბინაციები ნუ რავიცი ყველაფერი იდეალური იყო. ერთადერთი სუსტი წერტილი დაცვა იყო არც სალგადო ვარგოდა დიდად დაცვაში და რობერტაც ძაან დირკა იყო

ცენტრში კიდე ბებერი იერო და დაყლეებული ელგერა გვედგა ამიტომაც ვუშვებდით ძაან ბევრს ვისაც არ ეზარებოდა ყველა გვიბამბალებდა
არც დღესაა ჩვენი დაცვა იდეალური და არც შეიძლება იყოს როცა გუნდი შეტევებზე აკეთებს ძირითად აქცენტს დაცვაში ყოველთვის რჩება ნაპრალი რომელსაც კარგად იყენებენ მოწინააღმდეგეები. გარდა ამისა შემტევი გუნდის ფლანდის მცველები უფრო დიდ ყურადღებას შემტევი სქილების დახვეწას უთმობენ ვიდრე დაცვის თორემ კარვახალი რომ იუვეს მიცა კედელი იქნებოდა ოღონდ ნაკლები შემტევი პოტენციალით

ფაქტია მაშინდელი დაცვა დღევანდელს ბევრად ჩამორჩებოდა.
This post has been edited by ყანა on 5 May 2017, 12:28