ატლეტიკო იმედია აღარ გავა CL-ზე ან თუ გავა შორს ვეღარ. ზარალიათქო ვამბობ და სტაბილურად რეალთან იჯვამენ ისევ.
ამიტომ მაგათი ჩაყლევება მიხარია ძალიან, იმედია სიმეონეც წავა და ეგ იქნება მაგათი პატარა "ერა". როცა უნდა მოეგო ან მსაჯებმა ჩაუჯვეს ან ბოლო წუთებზე ჩაიჯვეს თვითონ, გაანიავეს ორივე შანსი და აღარ მიეცემათ კიდევ დიდი ხანი.
რეალი ამაზე უკეთესი ვერ გახდება შემდგე სეზონში. რასაც აღწევენ ძირითადად სკამის და მოტივაციის ხარჯზე და ძირითადის 11 იმათაც უბერდებათ, ახლები ვინც ჰყავთ აფგრეადს ვერ დავარქმევ ნამდვილად, მაგრამ კარგად იყენებენ და ყლუჩოსგან განსხვავებით სწორად აკეთებენ როტაციებს.
ჩვენ 2 გზა გვაქვს და ორივე თანაბრად სავარაუდოა

ან კიდევ უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს ჩვენი ბორდი და რამდენიმე სეზონი კრიზისში ვიქნებით, სანამ ძირითადის დიდი ნაწილი არ გამოიცვლება იმავე კალიბრის ფეხბურთელებით...
ან ვიყიდით და გავუშვებთ ვისაც საჭიროა იმათ და მწვეთნელს მოვიყვანთ, რომელიც აგვათამაშებს ისევ. თუ დაინახავენ ესენიც რომ მოგების პერსპექტივა აქვს გუნდს, მოიხოდებიან და დაუბრუნდებათ მოტივაცია.
იუვესთან სახლში თამაშისას გამოჩნდა თვითქმის ყველა პრობლემა. მოტივირებულები გამოვიდნენ და ### წაიღეს ბოლოს. ანომალიაა ამ გუნდის შეტევითი პოტენციალი და შედეგები რომ შეადარო, მაგრამ ლოგიკურია რატომაც არიან იმპოტენტები ამ სეზონში (და წინაშიც, იქიდან დაიწყო ყველაფერი). რეალს გამართული ცენტრი აქვს, ბურთიც უჭირავთ, პრესინგი, პოზიციონირება, ზონური + ინდივიდუალური დაცვა ყველაფერი აწყობილი აქვთ ეხლა და მაღალ ტემპში თამაში შეუძლიათ, იმიტომ რომ აწყობილ სისტემაში ტექნიკური შეცდომები ნაკლებია. აგრესიულად თამაშობენ, მაგრამ აკურატულად. ზონები რომ მუშაობს და სწორადაა გადაბმული, შეტევაზეც ადვილად გადადიან და მერე ფლანგებით აწვებიან.
ჩვენ აბსოლუტურად არაფერი არ გვაქვს ეხლა აქედან

პასიური გუნდი ვართ, მაგათი ტემპის ნახევრითაც ვერ ვთამაშობთ, კომპაქტურობა მინუსებშია და ყველა თავისას უბერავს, ადრე რომ ხელოვნური რიცხობრივი უპირატესობა გვქონდა ყველა ზონაში, გამქრალია საერთოდ. გაწელილია გუნდი მთელ მოედნის ფართობზე და არავინ არ იხსნება ბურთის მისაღებად, აგორავებენ იხედებიან იქით აქეთ და მაქსიმუმ 80%-ანი შანსის მქონე პასი გააკეთოს ვინმემ, თორემ ყველა მარტივ გზას ირჩევს ისევ. მესი ამწვევებს ერთი და არ ყოფნის მაგის გამწვავება, როცა ყველამ იცის უკვე როგორ გადაკეტოს მთელი შეტევა. ფლანგები და მთელი ცენტრი უკანა პასებს ამუღამებენ ვარჯიშებზე

ყველაფერი ცუდად მიდის ჯერჯერობით და ზედმეტად გამჭვირვალეა ამ ბორდის შეცდომები, ასეთი არაკომპეტენტურები თუ იქნებოდნენ არ მეგონა. მაღალი დონის არც მწვრთნელი ჩანს და არც ფეხბურთელი, რომ შეცვალოს მდგომარეობა. შემდეგ სეზონში თუ ლიგა ან CL ვერ დავდეთ, კიდევ 2-3-ში დავრჩებით უტიტულოდ.
This post has been edited by Make_Believe on 3 May 2017, 11:53