ვიდალში 50 მილიონი გადავიხადეთ ხო ? ეგაა მგონი ჩვენი ყველაზე ძვირიანი ტრანსფერი.
ფინანსებზე რაც მე ვიცი იმას გეტყვით,
ზოგადად გერმანიაში კორპორაციები ფლობენ ხოლმე აქციებს, როგორც საფეხბურთო კლუბების, ასევე სხვა კომპანიების,
ასეა ბაიერნზეც. ადიდასი, ალიანსი, აუდი, ვოლკსვაგენი, ტელეკომი, უნიკრედიტ ბანკი და აშ ფლობენ წილებს.
ყველაზე მსხვილი მეწილეები არიან, აუდი, ადიდასი და ალიანს ჯგუფი. ჯამში 25 % ი აქციების,
თვითონ 75 % - კლუბი ფლობს, რომლელიც ასევე სხვადასხვა კომპანიების და უბრალო ფლობელებისაგან შედგება.
ასევე გერმანიაში ყველაზე მსხვილი კომპანიები არიან სპონსორები: სიმენსი, ლუფთჰანზა, მერსედეესი და აშ რა.
თუ სხვა კლუბები დიდწილად მარკეტინგზე და სატელევიზიო ჩვენებით იღებენ ფულს, ბაიერნისთვის ეგ არის მიზერული თანხა და საერთოდ არაა მაგაზე დამოკიდებული.
მოკლედ თუ თანხის მობილიზებაზე მიდგა საქმე ბაიერნს ყველაზე მეტის მოგროვება შეუძლია,
ვიღაც კლუბები თუ მდიდარ მფლობელზე ან სპონსორებზე არიან დამოკიდებული, ბაიენს ეგ პრობლემა არ აქვს.
მაგალითად თუ რეალი-მანჩესტერი - ადიდასისაგან იღებენ დიდ ფულს.
ადიდასი საერთოდ ფლობს ბაიერნის წილს.
მაგალითად სტადიონის აშენება ბაიერნმა ისე მოახერხა ვალი არ აქვს.
ნუ შემოსული თანხა სად მიდის მაგაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ როგორც ჩემთვისაა ცნობილი ისევ კლუბის ბიუჯეტში რჩება,
ტრანსფერებს რაც შეეხება გერმანიაში ისედაც აქვთ ფასდაკლება და მაგათია ყველაფერი, შესაბამისად თუ სიტი დებრუინში 70 -ს იხდის, ბაიერნს 40 ად შეუფუთავდნენ.
გარეთ კიდევ არუყვართ დიდი თანხის გასროლა, ამასთან მაინც გერმანელებზე უყვართ გუნდის ბირთვის შექმნა და ეგ ისედაც იაფი უჯდებათ.
მეორეს მხრივ მსოფლიო ფეხბურთი შეიცვალა და 100 მილიონიანი ტრანსფერი დღეს ისეთივეა როგორც 2008 ში 30 მილიონად გომესის მოყვანა იყო.
აგერ იუვესაც მოუწია 96 მილიონის გადახდა იგუანში. ხოდა მაგიტომ ვითხოვთ ჩვენც და პრინვიპში ბევრი ლაპარაკობს მაგაზე გერმანიაში.
ხოდა 100 მილიონი და გრიზმანი არაა ორიბლემა.
ჰამოდის