ევროპის ოქროს ბუცს მესი დაეუფლა - საბოლოო შედეგები
ვროპაში 2016-2017 წლების სეზონის შიდა ჩემპიონატები დასრულდა.
ყველაზე მეტი გოლი, შიდა ტურნირებზე ლიონელ მესიმ გაიტანა. არგენტინელს ლა ლიგაში 37 ბურთი დაუგროვდა.
ამრიგად, 2016-2017 წლების სეზონში, პიჩიჩიც მას ერგო და ევროპის ოქროს ბუციც.
მართალია, ჯერ სერია ა არ დასრულებულა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ედინ ჯეკომ ბოლო ტურში 9 გოლი გაიტანოს.
ამრიგად, 2016-2017 წლების ოქროს ბუცისთვის ბრძოლა ასე დასრულდა:
1. ლიონელ მესი, ბარსელონა - 37 გოლი, 74 ქულა
2. ბას დოსტი, სპორტინგი - 34 გოლი, 68 ქულა
3. პიერ-ემერიკ ობამეიანგი, დორტმუნდი - 31 გოლი, 62 ქულა
4. რობერტ ლევანდოვსკი, ბაიერნი - 30 გოლი, 60 ქულა
5. ჰარი კეინი, ტოტენჰემი - 29 გოლი, 58 ქულა
6. ედინ ჯეკო, რომა - 28 გოლი, 56 ქულა
7. ლუის სუარესი, ბარსელონა - 28 გოლი, 56 ქულა
8. დრეის მერტენსი, ნაპოლი - 27 გოლი, 54 ქულა
9. ედინსონ კავანი, პსჟ - 35 გოლი, 52.5 ქულა (საფრანგეთი 1.5 კოეფიციენტით ფასდება)
10. ანდრეა ბელოტი, ტორინო - 25 გოლი, 50 ქულა
მიმაგრებული სურათი