ნემა მომეცი მე გიპასუხო ამ კითხვაზე, იმიტომ რომ ცქაფუნას პოზიციაზე ვარ მეც.
რეალურად არ ვიცით ვინ რას იზამს აქ, მაგრამ მეც მირჩევნია ჯერ კუმანი მერე კოკუ და მერე ჯიო ვალვერდეს. მხოლოდ უნსუეს მირჩევნია ვალვერდე.
გეტყვი რატომაც:
ვან გაალის მეორედ მოსვლიდან დღემდე, სულ არც ერთი სახელოვანი მწვრთნელი ბარსაში არ გვყოლია, წარსული გამოცდილება და ტიტულები რომ უმაგრებდა ზურგს.
რაიკაარდი, გუარდიოლა, ტიტო, ტატა, ენრიკე. შესაბამისად, ბარსას დნმ და მსგავსი რაღაცეები, ტყუილად კი არ არის. ჩვენთვის, მთავარია მწვრთნელს ესმოდეს გუნდის ფილოსოფია (გვაქვს სტილი, რომელსაც არასდროს ვუღალატებთ, ვინც არ უნდა გაგვწვრთნად, დაცვაში ჩამჯდარი გუნდი ვერ ვიქნებით მაგალითად რეალისგან ან ატლეტიკოსგან განსხვავებით (არ ვამბობ რომ ახლა არიან ეგეთები ის ორი გუნდი)). შესაბამისად, ჩვენს სტილს რომ მოერგოს, უკეთესია რომ ფილოსოფიას იცნობდეს და გუნდთან რამე შეხება ქონდეს მწვრთნელს. ასეთების პოვნა კი ყოფილ ფეხბურთელებშია ყველაზე მარტივი. ჩვენი თავბრუდამხვევი წინა წლების წარმატებებიდან გამომდინარე, ისიც ხომ ფაქტია რომ არაა საჭირო გამოცდილი და დიდი მწვრთნელების მოყვანა? ენრიკემ მოიგო 3 სეზონში რამდენი თასი ბოლო ბოლო. და რა იყო რეალურად ენრიკე?
რომადან გაუშვეს, დღევანდელი სელტა მირჩევნია მისას.
რა იყო პეპი? აი სანამ მთავარი გუნდის მწვრთნელი გახდებოდა, სრულიად არაფერი არ იყო.
ტიტო ვილანოვა(მიუხედავად იმისა რომ ეგეც არაფერი არ იყო, როგორც მწვრთნელი). მაინც კაი კაცი იყო, მომწონდა კიდეც მისი ფეხბურთი, სამწუხაროდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერაფერ ვერ გააკეთა, როგორ წარმოგიდგენია კიბო აქვს კაცს, კვდება და თან გუნდს წვრთნის? ის, რაც მის სეზონებში ვერ გავაკეთეთ, როურას კისერზეა. როურასაც არავინ ერჩის, უბრალოდ მას ხვდა წილად მწვრთნელობა და რაც შეეძლო ქნა, დარწმუნებული ვარ მცდელობა არ დაუკლია.
აი ფსევდო გენიოსი ტატა მარტინო უკომენტაროდ

)) თუმცა მის დროსაც შეიძლებოდა რაღAცეების კეთება, თუნდაც ლალიგაში ბოლო ტურში ატლეტიკოს არ გაჩემპიონება და ა.შ. მაგისი მოყვანა ვის რატომ მოაფიქრდა ჩემთვის დიდ გამოცანად რჩება, რა თქმა უნდა შOრს ვარ იმ აზრისგან, რომ თითქოს მესი ნიშნავდეს ვისაც უნდა და ა.შ.
ამიტომ, რით ჯობია ვალვერდეს ვერ გეტყვი, მაგრამ მგონია, რომ კოკუ, იქიდან გამომდინარე რა ფეხბურთელიც იყო (ენრიკესავით, უამრავ პოზიციაზე თამაშობდა უმაღლეს დონეზე, რამე განსაკუთრებული ბუნებრივი მონაცემის ან სკილის გარეშე, ნიშნავს რომ შენი მთავარი პლიუსი არის აზროვნება და ტვინი) არანაკლებად ცუს სასტარტო პოზიციაშია ვალვერდესთან,
კუმანი საერთოდ, დიდი ხანია უკვე დამტკიცებული აქვს რომ მაგარ გუნდებს აყენებს.
ჯიოც ფაქტია კარგი მწვრთნელია, რატომაც არა?
ან რა გაუკეთებია ვალვერდეს ამათზე მეტი მაშIნ თუნდაც ბარსასთვის? დიდი ხანი როა რაცესპანეთშია მწვრთნელი?