მიუხედავად იმისა, რომ რეალის ფანი არ ვარ,
არის შემთხვევები როცა რეალს არ ვგულშემატკივრობ ხოლმე,
უბრალოდ ყოველთვის სასიამოვნოა იმის გახსენება რომ არსებობს მადირიდის რეალი,
არსებობს კრიშტიანო რონალდო პირადად, რომელსაც გააქვს გოლები და გააქვს ბევრი, და გვერდით ჰყავს ხალხი რომელიც ბევრ სამუშაოს არ უტოვებს - რონალდო არის ისეთი ადამიანი რომელიც მადრიდის რეალის(!!!) მთავარი ვარსკვლავია და თუ შენი გუნდის წინააღმდეგ არ თამაშობს, მისი მონდომების და ჟილკის არშემჩნევა და არდაფასება, უბრალოდ შეუძლებელია.
არსებობს სერხიო რამოსი რომელიც შეიძლება არ არის საუკეთესო მცველი მაგრამ საუკეთესო კაპიტანი დღეს კი არის - გუშინ რომ იუვე გასულიყო ორჯერ წინ, 2-ვეჯერ შემოატრიალებდა რეალი თამაშს ზუსტად ამ ადამიანის გამო
არსებობენ მოდრიჩი და კროოსი, რომლებიც ასეთ თამაშსაც კი ძალიან წყნარად და მშვიდად აკონტროლებენ
არსებობენ ასენსიო და ისკო, რომლებიც ამ ასაკში და ამ გამოცდილებით ფინალს თამაშობენ ვის გვერდით, და მერე როგორ თამაშობენ,
მთელი გუნდი, როცა არის ის ზუსტად, რაც უნდა იყოს, ერთადაც და ცალ-ცალკეც,
არსებობს ზიზუ რომელიც უბრალოდ მოდის მსოფლიოს პირველ კლუბში და პირველივე ნახევარ-სეზონში დებს ჩემპიონთა ლიგას,
შემდეგ წელს კი იგივეს აკეთებს - და ამის შემდეგაც კი ის უბრალო ადამიანია, სხვებივით...
არსებობს ფეხბურთი რომ ასეთი რაღაცები ხდება - კი, შეიძლება იუვეს მოეგო, ვნახავდით ჯიჯის გახარებულს, იუვეს გულშემატკივრებს რომლებიც ამდნი ხანი ელიან... მაგრამ გუშინ იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომენტი ფეხბურთში, რაც კი ოდესმე მინახავს.
ვისი გულშემატკივარიც არ უნდა იყოს ადამიანი, უნდა ხედავდეს ამას, გუშინდელ მეორე ტაიმს, რეალს რომელიც ყველას, აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს სჯობდა გუნდურად და თითოეული მოთამაშითაც - ყველა ის იყო რაც უნდა იყოს, როცა ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგას დებს.
მე მიხაროდა და განვიცდიდი ამათ სიხარულს თამაშის მერე, სიხარულს ექსტაზს - როცა შენით დაიმსახურე და მიაღწიე ამ ყველაფერს, წარმოუდგენელი ბედნიერებაა
უკეთესი და უფრო შესაფერისი კლუბი ისტორიის დაწერისთვის დღეს არ არსებობს