მადრიდის "რეალმა" კრიშტიანო რონალდუ განაცხადში არ შეიყვანა
ეფას სუპერთასის ფინალი 8 აგვისტოს, სკოპიაში გაიმართება.
ფილიპ მეორის სახელობის სტადიონზე გასამართ ფინალურ მატჩში "რეალი" - "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება. კრიშტიანო რონალდუს ბრწყინვალე შანსი ჰქონდა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ეთამაშა, მაგრამ მადრიდელებმა განაცხადში არ შეიყვანეს.
აღნიშნულ ფაქტს "რეალის" ხელმძღვანელობა იმით ხსნის, რომ ტრიუმფალური სეზონის შემდეგ პორტგუალიელმა ვარსკვლავმა დასვენება დაიმსახურა.
იმედია მოგიგებთ ბიძას გარეშე

...................................
99%-ით გადაწყდა, მორატა მანჩესტერში!
ალვარო მორატა კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. ამის შესახებ ცნობილი ესპანური და ბრიტანული გამოცემები წერენ.
MARCA-ზე გამოქვეყნდა სიახლე, სადაც წერია, რომ ესპანელის აგენტმა "რეალს" შეატყობინა, მისი კლიენტის გუნდიდან წასვლის შესახებ.
ახლა ბრიტანულ და ესპანურ მხარეებს შორის მხოლოდ ტრანსფერის თანხაზე მოლაპარაკებები დარჩა.
Telegraph-ი წერს, რომ "მანჩესტერი" 70 მილიონ ევროს იხდის, "რეალი" კი 90 მილიონ ევროს ელის.
როგორც იცით, გუშინ "იუნაიტედმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა. ლოგიკურია, რომ ახლა მოურინიოს ზუსტად ალვარო მორატა სჭირდება.
იწერებოდა, რომ "მანჩესტერი" ბელოტისთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა იტალიელს "ტორინო" საკმაოდ ძვირად აფასებს.
"მორატას არ უნდა, რომ კიდევ ერთი სეზონი გაატაროს სათადარიგო სკამზე. ეს დიდებული წელი იყო, თუმცა მას მეტი სათამაშო დრო უნდა", - ამბობს ფეხბურთელის აგენტი.
ეჰ რა ბიჭი მოგვყიდეთ .მაგას ჯობდა ბენზო გაგეყიდათ
This post has been edited by Vanpersie18 on 10 Jun 2017, 09:46